საფრანგეთმა ჰამასის ლიდერის იაჰია სინვარის აქტივები გაყინა

საფრანგეთმა ჰამასის ტერორისტული დაჯგუფების ლიდერის, იაჰია სინვარის აქტივების 6 თვით გაყინვა გამოაცხადა. სინვარი ისრაელზე 7 ოქტომბრის ტერორისტული თავდასხმის დამგეგმავად მიიჩნევა.
მისი აქტივების გაყინვის ბრძანება საფრანგეთში 30 ნოემბერს ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტრომ გამოსცა და იგი ძალაში დღეს, 5 დეკემბერს, შევიდა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რათა ჰამასის წევრებსა და ორგანიზაციის დაფინანსების ქსელს, ევროკავშირის დონეზე, სანქციები დაუწესდეს.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რა რაოდენობის ღირებულებას შეადგენს გაყინული აქტივები.