სოს! საგანგაშო ინფორმაცია ჯვრის მონასტერზე

ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთ გამორჩეულ ტაძარზე – ჯვრის მონასტერზე ხელოვნებათმცოდნე ვლასი ვაწაძე საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს:
“ჯვრის მონასტერი იშლება და ქმნის საფრთხეს ვინმეს დაეცეს ზემოდან.
შიდა სივრცეში რისი შემაგრება, რესტავრაცია “მიდის” იქნებ ვინმემ ამიხსნას (რამდენჯერაც მივედი, კვირაში სამჯერ მაინც ვარ აქ, არავინ არ დამხვედრია). პრობლემა არა რესტავრატორებშია, არამედ კულტურის სამინისტროში.
წინასაარჩევნოდ ვის რაში აინტერესებს კულტურული მემკვიდრეობა, იუნესკოს სიაში შესულ ძეგლებს კი, როგორც ჩანს, განსაკუთრებით ერჩიან ჩვენთან.”