მედიცინის დარგში ნობელის პრემია მიენიჭათ მეცნიერებს მიკრორიბონუკლეინმჟავების აღმოჩენისთვის

2024 წლის ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში მიენიჭათ ამერიკელ მეცნიერებს ვიქტორ ემბროსსა და გერი რავკანს „microRNA-ების აღმოჩენისთვის და მათი როლის შესწავლისთვის გენის ექსპრესიის პოსტტრანსკრიპციულ რეგულირებაში“. ამის შესახებ ნობელის კომიტეტმა პრემიის ვებსაიტზე გამოაქვეყნა ინფორმაცია.
mocroRNA არის მოკლე რიბონუკლეინის მჟავის, რნმ-ს მოლეკულების განსაკუთრებული კლასი, რომელიც სხვა მოლეკულებთან ერთად განსაზღვრავს მრავალი გენის აქტივობას.
„microRNA-ებს ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს ორგანიზმების განვითარებისა და ფუნქციონირებისთვის“, – ნათქვამია პრესრელიზში.
ვიქტორ ემბროსისა და გერი რავკანის ნაშრომების დიდი ნაწილი მოლეკულურ ბიოლოგიას ეძღვნება.
გერი რავკანი ჰარვარდიდან. ის 72 წლისაა და არის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და -ის მედიცინის აკადემიის, ასევე ამერიკის ფილოსოფიური საზოგადოების წევრი.
70 წლის ვიქტორ ემბროსი არის მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის პროფესორი ვუსტერში. ის არის -ის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი და ცნობილია როგორც microRNA-ის მკვლევარი.
შარშან ნობელის პრემია მედიცინაში მიენიჭათ უნგრელ მკვლევარს, კატალინ კარიკოს და ამერიკელ ბიოქიმიკოსს, დრიუ ვაისმანს „ნუკლეინის მჟავების საფუძვლის მოდიფიკაციისთვის, რამაც შესაძლებელი გახადა ეფექტიანი microRNA-ვაქცინების შექმნა COVID-19-ის წინააღმდეგ“.
მედიცინის პრემია პირველია, რომელიც დაასახელეს ე.წ. ნობელის კვირეულში, რომლის დროსაც ასევე გამოვლინდებიან ლაურეატები ფიზიკის, ქიმიის, ლიტერატურის და მშვიდობის დარგში.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: ქვემოთ მომყავს იმის დამადასტურებელი სურათი, რომ მართლაც მხოლო 95 ადამიანმა მოიწონა, არა და “იმედში” 500 კაცი მუშაობს, ხოლო მთელ ჰოლდინგში ათსზე მეტი. ამაზე სამარცხვინო ამბავი რა უნდა შეგემთხვეს?

მეუფე იაკობი: თან გვაბრალებენ… ისევე, როგორც ეკლესიას რუსობას გვაბრალებენ, თვითონ არიან რუსებიც და ყველაფერი თვითონ არიან, რასაც გვაბრალებენ. ქრისტიანები თუ ხართ ხელისუფლებაში, შერიგებაზე ვიფიქროთ…