„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები ქობულეთის მოსახლეობასთან გრძელდება

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ქობულეთის დელეგატი გია ჭყონია, ქობულეთის სოფლების: ალამბრის, ზენითის, აჭყვისთავისა და კვირიკეს მეურნეობის მოსახლეობას შეხვდა.
„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, შეხვედრებზე დელეგატმა 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„განიხილეს არსებული პრობლემები, ისაუბრეს მათი გადაჭრის გზებზე. შეაჯამეს სოფლებში განხორციელებული პროექტები. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა მოქალაქეების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს და მათ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით მიაწოდეს ინფორმაცია“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

სასწრაფოდ გახსენით პროცესები! სხვა შემთხვევაში, დავრწმუნდები, რომ ელისო კილაძის მიმართ მართლმსაჯულება კი არ ხორციელდება, არამედ მას სჯიან და იზოლაციაში ჰყავთ, რათა მისი ხმა ჩაახშონ – გელა მთივლიშვილი პროკურატურას მიმართავს