მედიცინასა და ფიზიოლოგიაში ნობელის პრემია, ამერიკელმა მეცნიერებმა მიიღეს

მედიცინის დარგში ნობელის პრემია მიენიჭათ ამერიკელებს ვიქტორ ემბროსს და გარი რავკანს „გენის აქტივობის რეგულირების ფუნდამენტური პრინციპის“ – მიკრორნმ და მისი როლი გენების ექსპრესიაში.
მიკრორნმ-ები შედარებით მოკლე მოლეკულებია, რომლებიც არეგულირებენ ცილების და რნმ-ის სინთეზის პროცესს დნმ-ში კოდირებული მემკვიდრეობითი ინფორმაციის საფუძველზე.
მიკრორნმ აღმოაჩინეს 30 წელზე მეტი ხნის წინ და დღეს მათი შესწავლა პერსპექტიულ მიმართულებად ითვლება ადრეულ ეტაპებზე პათოლოგიებისა და დაავადებების იდენტიფიცირებისთვის.
euronews