სომხეთი მოსკოვში ОДКБ-ს შეხვედრას არ დაესწრება

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ალენ სიმონიანი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (CSTO) საპარლამენტო ასამბლეის საბჭოს მე-16 პლენარულ სესიაში მონაწილეობას არ მიიღებს. სესია მოსკოვში გაიმართება.
სომხური მედია ინფორმაციას სიმონიანის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
„სომხეთის პარლამენტის დელეგაცია არ მიიღებს მონაწილეობას შეხვედრებში. სომხეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერმა გადაწყვეტილება ოფიციალური წერილით აცნობა რუსეთის ფედერაციის ფედერალური ასამბლეის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარეს ვიაჩესლავ ვოლოდინს“, – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტს, რომელიც 23 ნოემბერს მინსკში გაიმართა, არც დაესწრო. ბელარუსში ჩასვლაზე უარი თქვეს ქვეყნის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებმაც.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”