“ხელისუფლების პოლიტიკის წყალობით, არ გვეშინია, რომ რუსეთი დაგვბომბავს” – გამახარია

ჯემალ გამახარია, ს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში პრესკონფერენციის დროს საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას აქებს იმ პოლიტიკისთვის, რომელიც მან უკრაინის ომის კონტექტსში ს მიმართ აწარმოა.
“რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას ბოლო პერიოდში, ში რუსული აგრესიის დაწყების შემდეგ, ჩვენ მივიღეთ ის, რომ ახლა, აქ მშვიდად ვზივართ და არ გვეშინია, რომ გარეთ ვერ გავალთ და სახლი დაბომბილი დაგვხვდება. ეს სავსებით რეალური იყო. დიდი იყო ცდუნება სხვადასხვა ძალებისა, საქართველო ამ ომში ჩაებათ, და რომ რუსეთი მალე დამარცხდებოდა. საქართველოს ხელისუფლებამ გადაარჩინა საქართველო ომში ჩათრევას და დაბომბვებს, რასაც უკრაინაში ვხედავთ. მათ [რუსებს] არ სჭირდება დამატეთი საომარი მოქმდებები, 2-3 რაკეტას გამოგვიგზავნის და ეს სავსებით საკმარისია ქვეყნის დეზორგანიზებისთვის. ისაა დაჭრილი მხეცი, რომელიც ყველაფერზე წამსვლელია, არავითარი კანონები და სამართალი მისთვის არ არსებობს, დიდი სიფრთხილე იყო საჭირო. ისედაც 2-3 ომი გადავიტანეთ და დღემდე ვერ მოგვიშუშებია ჭრილობები”, – ამბობს გამახარია.
“მეორე ფრონტის” გახსნის თემა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელებისა და მოსკოვის, სოხუმისა და ცხინვალის მიერ უკრიანაში ომის დაწყების შემდეგ დაიწყო. “ქართული ოცნების” კონკრეტული წევრები საჯარო განცხადებებში დასავლეთს “მეორე ფრონტის” გახსნის მცდელობაში ადანაშაულებდნენ. “მეორე ფრონტზე” განცხადებები პერიოდულად კეთდება სოხუმში და ცხინვალში.