ირანის პრეზიდენტი პუტინთან შესახვედრად 7 დეკემბერს მოსკოვში ჩადის

ირანული მედიის ინფორმაციით, პუტინის მიწვევით, ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი 7 დეკემბერს მოსკოვში ჩავა და თავის რუს კოლეგას შეხვდება. მედიის ცნობით, მხარეები განიხილავენ ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობას, ასევე რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებს, კერძოდ პალესტინის საკითხს და ღაზის სექტორში მიმდინარე მოვლენებს. ჯერჯერობით უცნობია, ვინ იქნება ირანის პრეზიდენტთან ერთად, დელეგაციაში.