უნგრეთში სახელმწიფო პროპაგანდას აპროტესტებენ

უნგრეთის დედაქალაქში ათასობით ადამიანმა გააპროტესტა სახელმწიფო პროპაგანდა და მედიის თავისუფლების შეზღუდვა. აქცია შაბათს, სახელმწიფო ტელე-რადიო არხის მედიაკორპოტაციის (MTVA) შენობასთან გაიმართა. „პროპაგანდის ფაბრიკა“ – ასე უწოდებენ პროტესტის მონაწილეები MTVA-ს და უნგრეთის მედიისთვის გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლებას მოითხოვდნენ.
პროტესტის ორგანიზატორია პეტერ მადიარის ოპოზიციური პარტია TISZA-ს ლიდერი, რომელიც უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ს ყოფილი მოკავშირე და ამჟამად – ყველაზე მთავარი მეტოქეა, ორბანის 15-წლიანი მმართველობის განმავლობაში.
ევროპარლამენტის ბოლო არჩევნებზე მადიარის პარტიამ თითქმის 30% აიღო და მეორე ადგილზე გავიდა, ორბანის პოპულისტური პარტია “ფიდესის” (44%) შემდეგ.
„საკმარისია ტყუილი, საკმარისია პროპაგანდა. ჩვენი მოთმინება ამოიწურა. დაპირისპირების დრო მოვიდა“, – განაცხადა პეტერ მადიარმა შაბათს გამართულ აქციაზე და მედიის მდგომარეობას უნგრეთში „გლობალური სკანდალი“ უწოდა.
საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები უკვე დიდი ხანია ლაპარაკობენ მედიის თავისუფლების შეზღუდვაზე უნგრეთში. საერთაშორისო ორგანიზაციის „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ ინფორმაციით, უნგრეთის მედიაბაზრის 80%-ს მართველი პარტია აკონტროლებს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – კატეგორიულად მიუღებელია გარედან ჩარევები, რაც სახეზე გვაქვს და აშკარაა ზოგიერთი საელჩოს მხრიდან – ერთი სანომრე ნიშანი აკლიათ, რომ როგორც პოლიტიკური პარტია, ისე დარეგისტრირდნენ