ნიგერიაში უპილოტო საფრენი აპარატით თავდასხმის შედეგად 85 ადამიანი დაიღუპა, პრეზიდენტი გამოძიებას მოითხოვს

ნიგერიაში უპილოტო საფრენი აპარატით თავდასხმის შედეგად 85 ადამიანი დაიღუპა, პრეზიდენტი გამოძიებას მოითხოვს.
ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
„პრეზიდენტი ინციდენტის საფუძვლიან და სრულფასოვან გამოძიებას ხელმძღვანელობს და სანამ ხელისუფლება გულმოდგინედ შეისწავლის ამ უბედურ შემთხვევას, იგი მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს“, – განაცხადა ნიგერიის პრეზიდენტის წარმომადგენელმა აჯური ნიჟელალემ.
ნიგერიის ჩრდილოეთ კადუნას შტატის საგანგებო სიტუაციების სააგენტომ განაცხადა, რომ შაბათ-კვირას განხორციელებულ თავდასხმას მინიმუმ 85 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო ძებნა ჯერ კიდევ გრძელდება.
ნიგერიის არმიას მომხდარზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია, მაგრამ საჰაერო ძალებმა იმ მისიაში მონაწილეობა უარყო, რამაც თავდასხმა გამოიწვია.

ასევე დაგაინტერესებთ