პალესტინელთა შეიარაღებული დაჯგუფება, ჰამასი, რომელიც აშშ-ის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულადაა შერაცხილი, იტყობინება, რომ 5 ოქტომბერს ისრაელის მიერ ლიბანში, ლტოლვილთა ბანაკზე მოწყობილი თავდასხმის შედეგად დაიღუპა მისი ერთ-ერთი მეთაური.
ჰამასის განცხადებით, “სიონისტების მიერ ბადდაუის ბანაკში მისი სახლის დაბომბვის შედეგად მოკლეს საიდ ატალა ალი, მისი ცოლი და ორი ქალიშვილი”, რომლებიც ლიბანის ჩრდილოეთში, ქალაქ ტრიპოლის მახლობლად არსებულ ლტოლვილთა ბანაკში ცხოვრობდნენ.
ისრაელმა არაერთხელ ამოიღო სამიზნეში ჰამასის მეთაურები ლიბანში ერთი წლის წინ ღაზაში დაწყებული ომის შემდეგ. AFP-ის ცნობით, ჰამასი იტყობინება მას მერე ლიბანში თავისი სულ მცირე, 18 მებრძოლის სიკვდილის შესახებ.
ფორუმი