საპარლამენტო დელეგაცია უნგრეთში 4-დღიან ვიზიტს მართავს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე დღეიდან უნგრეთში ოთხდღიანი ვიზიტს მართავს.
„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები უნგრეთის ვიცე-პრემიერ ზოლტ სემიენთან, ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის მოადგილე იანოშ ლატორკაისთან, ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ჯუდიტ ვარგასთან და ევროკავშირის საქმეთა მინისტრ იანოშ ბოკასთან.
ქართული დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი მეზურნიშვილი შედიან.
ვიზიტი 8 დეკემბერს დასრულდება.

ასევე დაგაინტერესებთ