ბერბოკი დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანებას მთლიანად უჭერს მხარს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა, რომელიც ვიზიტად იმყოფება სლოვენიაში, განაცხადა, რომ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები „მთლიანად და სრულად“ უნდა გაწევრიანდნენ ევროკავშირში.
მისი თქმით, ს იმპერიალიზმის ფონზე, ევროკავშირი ვერ დაუშვებს „რუხი ზონების“ არსებობას.
ე.წ. დასავლეთ ბალკანეთს ეკუთვნიან ალბანეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, მონტენეგრო, ჩრდილოეთი მაკედონია, სერბეთი და ასევე სერბეთის ყოფილი ოლქი კოსოვო.
ყველა ეს ექვსი ქვეყანა ესწრაფვის ევროკავშირში გაწევრიანებას, მაგრამ იმყოფება პროცესის სხვადასხვა ეტაპზე.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი – ვგმობთ მოქალაქეების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციური ფიგურების, მათ შორის გიორგი გახარიას წინააღმდეგ ძალადობას – ეს “ქართული ოცნების” რეპრესიული ტაქტიკის კიდევ ერთი მაგალითია, რომელიც ქვეყანას იზოლირებულს დატოვებს

„ქართული ოცნება“: ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებით წარმოჩინდება, რომ დიდი ბრიტანეთი „დიფ სთეითმა“, იგივე „გლობალურმა ომის პარტიამ“ მორიგ სათამაშოდ აქცია, როგორც უკრაინა, ლიეტუვა, ესტონეთი და ევროპარლამენტი