რა “ელანდება” გახარიას? – “ამბობს, ხელახლა მომიყვანეთ პრემიერადო” – მაჭარაშვილი

“ხალხის ძალის” ლიდერი გურამ მაჭარაშვილი გიორგი გახარიას დაანონსებული მხილების გამო აკრიტიკებს და ამბობს:
ის, რომ ყოველწლიურად ეკონომიკა წინ მიდის და ყოვეწლიურად 10-20%-ით ხელფასები ემატება ხალხს და ეს არის 10 ათასობით ოჯახი თუ 20-25-ად ოჯახად ელანდება გახარიას, ეს მისი პრობლემაა და კარგია. ასე თუ გააგრძელებს, ის ამომრჩეველიც აღარ ეყოლება, რაც ჰყავს დღემდე. პირველი პირი იყო და იქიდან გამოიქცა. რატომაც გამოიქცა, ეს ჩვენ ძალიან კარგად ვიცით და საზოგადოებამაც, სამწუხაროდ. ახლა ოპოზიციაშ გადავიდა და ამბობს, ხელახლა მომიყვანეთ პრემიერ-მინისტრად იმიტომ, რომ მერე კიდევ უფრო უარესები უნდა გავაკეთო, ვიდრე გავაკეთეო და ეს კინო უკვე ნანახი აქვს ხალხს და ზედმეტად ნუღარ შეიწუხებს თავს თუნდაც წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობით, – ამბობს მაჭარაშვილი.
ცნობისთვის, გიორგი გახარიამ, განაცხადა: ეს ხალხი არ უნდა გაქრეს, მაგრამ რაც გაუფუჭებიათ, იმაზე პასუხი უნდა აგონ! კითხვები ახლა დაიწყება, ვის რამდენი აქვს წაღებული, ვის რამდენი აქვს მოპარული, ვის რამდენი – გაფუჭებული. აცხადებენ, რომ ქვეყანაში ეკონომიკა იზრდება, დიახ, მართალია, იზრდება, მაგრამ ეს გაზრდილი ეკონომიკა 20-25 ოჯახის კეთილდღეობას ხმარდება და კონკრეტული ოჯახების ჯიბეში მიდის! ყველა ზეპირად ვიცი! ვიღაც ძალიან მდიდრდება, ვიღაც კი ქვეყნიდან გარბის.

ასევე დაგაინტერესებთ