ისრაელის მთავრობა – ომის მეორე ეტაპი რთული იქნება

ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ჩრდილოეთ ღაზაში „ჰამასის“ სამხედრო პუნქტებზე კონტროლს ამყარებენ.
„ჩვენ ახლა ომის მეორე ეტაპზე გადავდივართ – მეორე ეტაპზე, რომელიც სამხედრო თვალსაზრისით რთული იქნება“, – განაცხადა ისრაელის მთავრობის პრესსპიკერმა, ეილონ ლევიმ.
მისი თქმით, ისრაელი ღაზაში ომის ახალ ფაზაში რთულ ბრძოლას ელის, მაგრამ ღიაა კონსტრუქციული უკუკავშირისთვის მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ზიანის შესამცირებლად. ამასთან, ისრაელის მთავრობის პრესსპიკერის განმარტებით, უცვლელია მათი მიზანი – გაანადგურონ „ჰამასი“.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატის განცხადებით, მისთვის უცნობია, რას უკავშირდება ნია იმნაძის 10 თვის შემდეგ დაკავება, მტკიცებულებებში არ ფიქსირდება „მეტადან“ გამოთხოვილი ინფორმაცია და შესაძლოა უწყებებზე საზოგადოებრივ წნეხს ჰქონდეს ადგილი