რომან გოცირიძე – თუკი ორბანი ევროკავშირის გაფართოების პროცესს დაბლოკავს, მთელი პაკეტი ჩავარდება – ალოგიკურია საუბარი იმაზე, რომ ორბანი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერს მხარს, როცა მისი ქმედებები პროცესს აზიანებს

აბსოლუტურად ალოგიკურია საუბარი იმაზე, რომ ორბანი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერს მხარს, როცა მთელი მისი ქმედებები აზიანებს და აჩერებს პროცესს – თუკი ორბანი ევროკავშირის გაფართოების პროცესის დაბლოკვას შესძლებს, ეს მხოლოდ ს არ შეეხება და მთელი პაკეტი ჩავარდება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს “ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა მ განუცხადა.
აქვე გოცირიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ევროპაში მეგობრები არა ჰყავს და მისი ერთადერთი მეგობარი პუტინისტი, პროვოკატორი, შანტაჟისტი და ოდიოზური ფიგურა ა.
მისივე შეფასებით, საქართველოს ხელისუფლების მიერ ოდიოზურ ფიგურებთან მეგობრობა პრორუსული ხაზის გატარებას ნიშნავს.
„იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ევროკავშირი ამ შანტაჟისტის ქმედებებს არ „გაჯეჯილებს“. საქართველოს ხელისუფლებას ამ ერთადერთ პოლიტიკურ ლიდერთან აქვს პოლიტიკური და სულიერი კავშირები. კიდევ ერთი პრორუსი სლოვაკეთში გაჩნდა – არ არის გამორიცხული სლოვაკებსაც დაუმეგობრდნენ, რომლებიც პირდაპირ აცხადებენ, რომ ევროკავშირმა უკრაინას არანაირი დახმარება არ უნდა გაუწიოს.
ორბანი პირდაპირ ს სურვილებს ასრულებს, ვაჭრობს ევროკავშირთან და მთლიანად ევროკავშირის გაფართოების პროცესს უშლის ხელს – ხელს უშლის მთელს პაკეტს, რომელშიც მოიაზრება საქართველო, ბოსნია ჰერცოგოვინა, ეკრაინა და მოლდოვა. თუ მან პროცესი შეაჩერა, მათ შოროს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესი შეჩერდება“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს წერილი გაუგზავნა, სადაც აღნიშნულია, რომ ევროკავშირის დაგეგმილი სამიტის დღის წესრიგიდან უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებისა და ქვეყნისთვის დახმარების სახით 50 მილიარდი ევროს გამოყოფის საკითხები ამოიღონ, რადგან ისინი მაინც ჩავარდება.