იოავ გალანტი – „ჰეზბოლასთვის“ კიდევ მეტი „სიურპრიზი“ გვაქვს

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, სამხრეთ ლიბანში სახმელეთო ოპერაციები გრძელდება და ისრაელს კიდევ მეტი „სიურპრიზი“ აქვს „ჰეზბოლასთვის“.
„ჰეზბოლა“ ძალიან მძიმე დარტყმებს იღებს ერთმანეთის მიყოლებით. ჩვენ გავანადგურეთ ჰასან ნასრალა და კიდევ მეტი სიურპრიზი გვაქვს, რომელთაგან ზოგიერთი უკვე განხორციელდა და ზოგიერთი განხორციელდება“, – აღნიშნა ს თავდაცვის მინისტრმა.
მისი თქმით, „ჰეზბოლას“ სარაკეტო ძალების დივიზიამ მძიმე დარტყმა განიცადა.
„მაღალი ხარისხის და ზუსტი ოპერაციის შედეგად მნიშვნელოვანი ნაწილი განადგურდა. სამეთაურო-საკონტროლო შტაბი, კომუნიკაციები, [ელიტარული რადვანის ძალების] მთელი ხელმძღვანელობა და ნასრალას ქვემოთ სარდლობის მთელი მეორე და მესამე დონე აღმოიფხვრა“, – აღნიშნა იოავ გალანტმა.
მისი თქმით, ისრაელის თავდაცვის ძალები დღეს ახორციელებს ოპერაციას რამდენიმე სოფელში და ეს პროცესი გაგრძელდება ყველგან, სადაც საჭირო იქნება, რათა გაანადგურონ მთელი ინფრასტრუქტურა, საიდანაც „ჰეზბოლა“ განხორციელებას გეგმავდა.