ლევან სანიკიძე – „რესპუბლიკურ“ და „დემოკრატიულ“ პარტიებს, „ქართული ოცნებაზე“ ერთნაირი პოზიცია აქვთ – ქართველი ხალხის მხარდაჭერა მკაფიოდ დაფიქსირდება 26 ოქტომბერს, როდესაც ხელისუფლება შეიცვლება

ჩვენ შეგვიძლია თამამად ვთქვათ ის, რომ „რესპუბლიკურ“ და „დემოკრატიულ“ პარტიებს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან დაკავშირებით ერთნაირი პოზიცია აქვთ და ისინი აგრძელებენ ქართველი ხალხის მხარდაჭერას. ქართველი ხალხის მხარდაჭერა ასევე მკაფიოდ დაფიქსირდება 26 ოქტომბერს, როდესაც ჩვენს ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვლება და ქვეყნის სათავეში ახალი კოალიციური მთავრობა მოვა, – ასე შეაფასა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ პრესსპიკერმა, ლევან სანიკიძემ, ქართულ-ამერიკულ ურთიერთობები.
მისი თქმით, მმართველი პარტია მხოლოდ ნეგატიურ კამპანიაზეა დამოკიდებული.
„ქართული ოცნების“ დეზინფორმაციის მასშტაბზე საუბარი ნამდვილად გაგვიჭირდება, განსაკუთრებით ბოლო 4 წლის განმავლობაში. ეს ხელისუფლება მხოლოდ და მხოლოდ ნეგატიურ კამპანიაზეა დამოკიდებული. ჩვენ შეგვიძლია იმის თქმა, რომ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე და ჩვენი დელეგაცია იმყოფებოდა -ში და დაესწრო როგორც „რესპუბლიკური“ პარტიის, ისე „დემოკრატიული“ პარტიის კონგრესს, სადაც დასახელდნენ საპრეზიდენტო კანდიდატებად „რესპუბლიკელების“ მხრიდან და „დემოკრატების“ მხრიდან, . ჩვენ შეგვიძლია თამამად ვთქვათ ის, რომ, ორივე პარტიას „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან დაკავშირებით ერთნაირი პოზიცია აქვთ და ისინი აგრძელებენ ქართველი ხალხის მხარდაჭერას. ქართველი ხალხის მხარდაჭერა ასევე მკაფიოდ დაფიქსირდება 26 ოქტომბერს, როდესაც ჩვენს ქვეყანაში შეიცვლება ხელისუფლება და ქვეყნის სათავეში ახალი კოალიციური მთავრობა მოვა, რომლის მთავარი ძალაც „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ იქნება“, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.
ლევან სანიკიძის თქმითვე, მმართველ პარტიას ქვეყანა იზოლაციისკენ მიჰყავს და მიაჩნია, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ქვეყნის ინტერესებზე მაღლა, პირად ინტერესებს აყენებს.
“ქართული ოცნება“ მიაქანებს ამ ქვეყანას სრული იზოლაციისკენ. ბიძინა ივანიშვილმა მთელი ჩვენი სახელმწიფო აიყვანა ტყვეობის ქვეშ, მათ შორის ჰყავს პარტიის რიგი წარმომადგენლები, რომლებსაც უწევთ ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც შეიძლება, ამ წუთის მდგომარეობით მათთვის არასახარბიელო იყოს, რადგან ადამიანებს, წესით და რიგით, არ უნდა უხაროდეთ სანქციების ქვეშ დარჩენა. ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან ბიძინა ივანიშვილი მხოლოდ და მხოლოდ თავისი და საკუთარი ოჯახის ინტერესებით მოქმედებს, ასე რომ, ქალბატონი დანიგანის განცხადება ნამდვილად არ არის გასაკვირი, ივანიშვილი სახელმწიფო ინტერესზე, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ინტერესებზე მაღლა საკუთარ ინტერესებს აყენებს”, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.