გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას “ენერგო-პრო ჯორჯია” ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეზღუდვა დღის სხვადასხვა მონაკვეთში თბილისისა და მცხეთის რაიონის სოფლებს შეეხება.
“ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 4 ოქტომბერს, 10:00-იდან 10:10 საათამდე და 17:50-იდან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში – ციხისძირი, ნიჩბისი, ხიდისყური, ახალი ნიჩბისი, ქვემო ნიჩბისი, ზემო ნიჩბისი, სასხორი, ძველი ქანდა და მიმდებარე სოფლებში; 11:00-იდან 13:00 საათამდე აბონენტებს სოფელ გლდანში, წიწამური და მიმდებარე სოფლებში; 13:30-იდან 18:00 საათამდე აბონენტებს სოფელ გლდანში კოტე მარჯანიშვილის, წინამძღვრიშვილის, გორკის, ბარათაშვილის და მიმდებარე სოფლებში; 15:00-იდან 17:30 საათამდე აბონენტებს სოფელ დიღომში ზეუბანში, გაბრიელ ათონელის, დიდგორის და მიმდებარე ქუჩებზე. სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში”, – ნათქვამია კომპანიის ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯაბა ზარქუა: შაქარზე რომ თქვა იმ ბიზნესმენმა თემქაზე უფრო იყიდება, ვაკეში ყურადღებას არ აქცევენო, ეგ სალაზღანდარაოდ კი ავიგდეთ მაგრამ სინამდვილეში სოციალური უთანასწორობის სიმპტომია

ლაშა ტუღუში „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებული ანგარიშის შესახებ „ქართული ოცნების“ განცხადებებზე – არასერიოზულია ის რეაქცია, რომელსაც დღეს ვისმენთ – სასაცილოა ამათი პოზიციონირება