თორნიკე შარაშენიძე – ირანი ცდილობს, თავი ისლამური სამყაროს ლიდერად წარმოაჩინოს, რომელიც რაღაცას მაინც აკეთებს რეგიონში ისრაელის წინააღმდეგ – არავინ არის დაინტერესებული ახალი კატასტროფული კონფლიქტით

არავინ არის დაინტერესებული ახალი კატასტროფული კონფლიქტით , – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკის ექსპერტმა თორნიკე შარაშენიძემ “პალიტრანიუსის” გადაცემა “რეზიუმეში” ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.
შარაშენიძემ ისაუბრა რეგიონში ომის ესკალაციის რისკებზე და აღნიშნა, რომ ახლა არც ისრაელს აქვს დრო, პარალელურად ირანს ეომოს და არც თავად ირანი ჩქარობს, ხოლო ირანის ბოლო ქმედება ს წინააღმდეგ პასუხი იყო, რათა „სახე შეენარჩუნებინა ისლამური სამყაროს თვალში”.
მისი აზრით, თეირანი ცდილობს, თავი ისლამური სამყაროს ლიდერად წარმოაჩინოს, რომელიც რაღაცას მაინც აკეთებს რეგიონში ისრაელის წინააღმდეგ.
“ისრაელს ახლა არ სცალია, ირანს ეომოს. შეიძლება, წერტილოვანი დარტყმებით უპასუხოს, დაახლოებით ისეთით, როგორიც პეიჯერების აფეთქება იყო. ირანთან ომი სერიოზული შარია, არ არის მარტივი, იქ შეიჭრა. ირანი არ არის ისეთი ჩამორჩენილი ქვეყანა, როგორც ბევრს ჰგონია, თავისი მრეწველობა აქვს განვითარებული, იზოლაციის მიუხედავად, შეძლეს, შეინარჩუნეს მეცნიერება მაღალ დონეზე და ბევრ რამეს აწარმოებენ.
ისრაელს ამისთვის არ სცალია, ღაზაში იბრძვის. არც ამერიკას სცალია იმისთვის, რომ ისრაელ-ირანის ომზე გადაერთოს და მგონია, ირანსაც არ ეჩქარება მაინც და მაინც. ამ ეტაპზე ისრაელს თავისი გაჭირვება ჰყოფნის, რაც უფრო გადის დრო და ამერიკა გადართულია ძირითადად ზე, ეს ირანისთვის, რა თქმა უნდა, კარგია. არ არის გამორიცხული, რომ ჩუმად ისინი ქმნიდნენ ბირთვულ იარაღს და ის სიტუაციაა, როცა არავინ არის დაინტერესებული ახალი კატასტროფული კონფლიქტით.
ჩვენ ვუყურებთ, რომ ყალიბდება ბლოკი – -ჩინეთი და მესამე ნაწილი, დიდი ალბათობით, იქნება ირანი. როცა ასეთი ზურგი ყალიბდება შენთან, რა გეჩქარება, რატომ უნდა გაიქცე ომში საბრძოლველად. უბრალოდ, საჭირო იყო რაღაც პასუხი აუცილებლად, სხვა თუ არაფერი, რაღაც სახე რომ შეენარჩუნებინა ირანს ისლამური სამყაროს თვალში. ირანი ცდილობს, რომ თავი ისლამური სამყაროს ლიდერად წარმოაჩინოს, რომელიც რაღაცას მაინც აკეთებს რეგიონში ისრაელის წინააღმდეგ.
საინტერესოა, რომ ჰააგის სასამართლომ ორი ადამიანის დაპატიმრების შესახებ გამოსცა ბრძანება – ვლადიმერ პუტინსა და ზე. ის, რასაც ისრაელი აკეთებს, ეს არ მოსწონს ბევრს, მათ შორის, ჰააგის სასამართლოს. ისრაელმა პერსონა ნონ-გრანტად გამოაცხადა გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტიერეში.
ისრაელი ახლა ცდილობს, საქმე იქამდე მაინც მიიყვანოს, რომ აღარ ჰქონდეს საფრთხე ჰამასიდან, მაგრამ ისე გაეწელა ეს პასუხი, რომ ეს უკვე თავდაცვა აღარ არის, ეს არის თავდასხმა, რომელსაც შეეწირა მშვიდობიანი მოსახლეობა. ამაზე კი გაეროც ამოიღებს ხმას და ჰააგაც, თავისთავად. ის, რომ დიდი უბედურება გამოიარა თავის დროზე ებრაელმა ხალხმა, ეს ხომ არ ამართლებს ამათ”, – განაცხადა შარაშენიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ