ტანზანიის ჩრდილოეთ ნაწილში გადაუღებელი წვიმებით გამოწვეულ წყალდიდობასა და მეწყერს, სულ მცირე, 63 ადამიანი ემსხვერპლა.
ქვეყნის პრემიერმინისტრის, კასიმ მაჯალივას თქმით, სტიქიის შედეგად 116 ადამიანია დაშავებული, მეწყრებმა კი რეგიონში ერთ-ერთი სოფლის ნახევარი გაანადგურა.
“63 საყვარელი ადამიანი დავკარგეთ. დაღუპულთაგან 23 კაცია, 40 კი ქალი”. – თქვა ტანზანიის პრემიერმა.
ტანზანიის პრეზიდენტის ოფისი კი აცხადებს, რომ წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად ჯამში 5 000-ზე მეტი ადამიანი დაზარალდა. ასევე, დაზიანდა 1 000-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი და სამეურნეო მიწები.
ძლიერი წვიმები ტანზანიის ჩრდილოეთ ნაწილში შაბათს დაიწყო. ტანზანიის მეტეოროლოგიური სააგენტოს ცნობით, წვიმები მომდევნო კვირებშიც გაგრძელდება.