WSJ – ისრაელი „ჰამასის“ გვირაბების დასატბორად ემზადება

ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზის სექტორში იმ გვირაბების დატბორვას განიხილავს, რომელსაც „ჰამასი“ იყენებს, – ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ამ მიზნით ისრაელელმა სამხედროებმა სატუმბი სისტემა მოაწყვეს.
ნოემბრის შუა რიცხვებში ისრაელის თავდაცვის ძალებმა ალ-შათის ლტოლვილთა ბანაკის ჩრდილოეთით დაახლოებით ერთნახევარი კილომეტრის მანძილზე მინიმუმ ხუთი ტუმბოს დამონტაჟება დაასრულეს, რომლის საშუალებითაც, შესაძლოა, „ჰამასის“ მიწისქვეშა ქსელის რამდენიმე კვირაში მთლიანად დაიტბოროს.
გამოცემა არ აკონკრეტებს, განიხილავს თუ არა ისრაელი ტუმბოების გამოყენებას „ჰამასის“ მიერ დატყვევებული ყველა მძევლის გათავისუფლებამდე.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მახაშვილი – ფაქტია, რომ სურსათზე ფასების კუთხით რაღაც გამართულად არ არის – როგორც ჩანს, იყო ხარვეზები, დარღვევები თანამდებობის პირების მხრიდან, მათ რომ კეთილსინდისიერად ემუშავათ, შეიძლება ეს პრობლემები არ დამდგარიყო

ლელა ჯეჯელავა – შესაწირი ბატკანივით რომ დაადო თავი ლილუაშვილმა და მივიდა პროკურატურაში, დავიჯერო თავის დასაცავი ან სხვისი დასაშანტაჟებელი არაფერი ჰქონდა? უცნაური ამბავია – რაშიც ლილუაშვილი მონაწილეობდა, მონაწილეობდა ივანიშვილიც