კორნელი კაკაჩია – ანტიდასავლური და ანტიამერიკული რადიკალიზმით და საზოგადოების გამყოფი იაფფასიანი პოპულიზმით „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი, პრაქტიკულად, ჩიხში მოაქცია

მოახლოებული ს წინ საგარეო და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ თსუ-ს პოლიტიკურ მეცნიერებათა პროფესორს, პოლიტიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელს, კორნელი კაკაჩიას ესაუბრა.
– ბატონო კორნელი, სხვა თემებზე სასაუბროდ გვინდოდა თქვენთან საუბრის დაწყება, მაგრამ, რადგან ახლა ყველაზე აქტიურად „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსთან“ დაკავშირებით ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება განიხილება, საუბარი ამ თემით უნდა დავიწყოთ.
ანტიკორუფციული ბიურომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ და ეკა გიგაური „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად გამოცხადების“ შესახებ საკუთარი გადაწყვეტილება გააუქმა.
არადა ერთი დღით ადრე რაჟდენ კუპრაშვილი მრისხანედ საწინააღმდეგოს ამტკიცებდა. ფაქტია, რომ კუპრაშვილმა გაითვალისწინა პრემიერ ირაკლი კობახიძის თხოვნა და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსთან“ დაკავშირებით თავის გადაწყვეტილებას გადახედა.
მომხდარი ბევრ რამეზე მეტყველებს, მაგრამ, თქვენ როგორ შეაფასებდით „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსთან დაკავშირებით ხელისუფლების დამოკიდებულებაში პოზიციის მკვეთრად შეცვლას და რას შეიძლება ეს უკავშირდებოდეს?
– ზოგადად ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივებით იყო განპირობებული და თავიდანვე ეტყობოდა რომ მაღალი რისკის შემცველი იყო. ერთ-ერთი წამყვანი და გამოცდილი სადამკვირვებლო ორგანიზაციის ჩამოშორება საარჩევნო პროცესიდან საფრთხეს უქმნის წინასაარჩევნო პროცესს და მათი ხელოვნური ჩამოშორება ლოგიკურ კითხვებს წარმოშობდა საარჩევნო გარემოს სამართლიანობის, გამჭირვალობის და მის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებითაც.
მმართველი რეჟიმი ცდილობს თავიდან აირიდოს წინაასარჩევნო პერიოდში პროცესების ესკალაცია და დაძაბული საგარეო პოლიტიკური ვითარების და გაზრდილი რისკების ფონზე როგორც ჩანს გადაწყვიტა დროებით უკან დაეხია.
ეს ფაქტი ასევე იყო კარგი ილუსტრაცია რაზეც ხელისუფლების კრიტიკოსები დიდი ხანია მიუთითებენ, რომ „ქართული ოცნება“ აკონტროლებს ყველა სახელისუფლებო ინსტიტუტს და მათ შორის ანტიკორუფციულ ბიუროს. ამ გადაწყვეტილებით მათ კიდევ ერთხელ მიაყენეს ჩრდილი ამ ინსტიტუტის დამოუკიდებლობას და მიუკერძოებლობას რომელიც ისედაც ეჭვქვეშ იყო
თუმცა არა მგონია არჩევნების შემდგომ ისინი ამაზე შეჩერდებიან. ეს ფაქტი ასევე იყო კარგი ილუსტრაცია რაზეც ხელისუფლების კრიტიკოსები დიდი ხანია მიუთითებენ, რომ „ქართული ოცნება“ აკონტროლებს ყველა სახელისუფლებო ინსტიტუტს და მათ შორის ანტიკორუფციულ ბიუროს. ამ გადაწყვეტილებით მათ კიდევ ერთხელ მიაყენეს ჩრდილი ამ ინსტიტუტის დამოუკიდებლობას და მიუკერძოებლობას რომელიც ისედაც ეჭვქვეშ იყო.
– როგორც ჩანს, მმართველი გუნდი აცნობიერებს, რომ დასავლეთთან ურთიერთობების გაფუჭების ფონზე ხელისუფლების გაუგებარი საგარეო პოლიტიკის გამო, არჩევნების წინ ქვეყანა სერიოზული რისკების რეჟიმში შედის. სერიოზულ რისკებში უპირველესად 26 ოქტომბრის არჩევნების დასავლეთისა და -ს მიერ აღიარება-არაღიარება იგულისხმება.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის კანონი“ იყო, ის საკითხი, რომლის არმიღებას დასავლეთი და აშშ ჩვენს ხელისუფლებისაგან მოითხოვდა, მაგრამ, ვნახეთ, თუ როგორი ანტიდასავლური და ანტიამერიკული რიტორიკის ფონზე მიიღო მმართველმა გუნდმა ეს კანონი.
საკონსტიტუციო სასამართლოს ამ კანონზე ჯერ გადაწყვეტილება არ აქვს მიღებული. არადა, იყო მოლოდინი, რომ საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებას მალე მიიღებდა. ახლა როცა ვითარება შეცვლილს ჰგავს, არაა გამორიცხული საკონსტიტუციო სასამართლომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის კანონის“ ის მუხლები არ მიიჩნიოს სამართლიანად, რაზეც ვენეციის კომისია საუბრობდა.
რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ხელისუფლებას არჩევნების ლეგიტიმურად აღიარებ არაღიარების საფრთხე გაცნობიერებული აქვს?
თქვენი ვარაუდით, კუპრაშვილის გადაწყვეტილების შეცლის შემდეგ, თქვენი ვარაუდით, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომაც ხელისუფლების დავალებით უკან დაიხიოს?
– აშკარად ჩანს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების ბოლო დრიონდელმა არც თუ წარმატებულმა ვოიაჟებმა შეერთებულ შტატებში თავისი გავლენა იქონია. ხელისუფლებამ იგრძნო, რომ შეერთებული შტატების მთავრობა არ ბლეფობს და თუ მმართველი პარტია უკან არ დაიხევს და უარს არ იტყვის საკუთარ ანტიდემოკრატიულ დღის წესრიგზე მზადაა სერიზული სანქციები დაუწესოს როგორც ივანიშვილს ასევე მას დაქვემდებარებული მმართველი რეჟიმის სხვა წარმომადგენლებს.
არჩევნების გაყალბების შემთხვევაში ასევე დიდია როგორც მისი ლეგიტიმურობის აღიარების ასევე საერთაშორისო იზოლაციის რისკები, რასაც შესაძლოა მძიმე შედეგები მოჰყვეს როგორც ქვეყნის ეკონომიკის ასევე უსაფრთხოების რისკების ზრდის თვალსაზრისით.
ხელისუფლებამ იგრძნო, რომ შეერთებული შტატების მთავრობა არ ბლეფობს და თუ მმართველი პარტია უკან არ დაიხევს და უარს არ იტყვის საკუთარ ანტიდემოკრატიულ დღის წესრიგზე მზადაა სერიზული სანქციები დაუწესოს როგორც ივანიშვილს ასევე მას დაქვემდებარებული მმართველი რეჟიმის სხვა წარმომადგენლებს
რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის დამოუკიდებლობის ხარისხზეც ლეგიტიმური კითხვები არსებობს საზოგადოებაში, როგორ ჩანს, ისინი ასეთ გადაწყვეტილებას არჩევნებამდე არ მიიღებენ და დაელოდებიან მის შედეგებს.
დიდი შანსია არჩევნების შედგომ განვითარებული პერეპეტიებიდან და არსებული პოლიტიკური რეალიებიდან გამომდინარე მიიღებენ გარკვეულ გადაწყვეტილებას.
რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის დამოუკიდებლობის ხარისხზეც ლეგიტიმური კითხვები არსებობს საზოგადოებაში, როგორ ჩანს, ისინი ასეთ გადაწყვეტილებას არჩევნებამდე არ მიიღებენ და დაელოდებიან მის შედეგებს
– როგორც ჩანს, მმართველი გუნდის ლიდერების საკმაოდ შეცვლილი რიტორიკა იმასაც ნიშნავს, რომ ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ არჩევნებამდე დარჩენილ დროში დასავლეთთან და ამერიკასთან მიმართებაში შეეცდებიან თავისი სამეტყველო ენაში კორექტივების შეტანას.
ამაზე მეტყველებს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ს წერილი, რომლის ადრესატი აშშ-ს ელჩი იყო. წერილში საუბარია იმაზე, რომ მის მიმართ ფინანსური შანტაჟის უკან, „არა აშშ და ევროკავშირი, არამედ ის ძალები დგანან რომლებსაც გლობალური ომის პარტიად მოვიხსენიებდიო“.
არადა, როგორც ჩვენ გვახსოვს, პარტნიორებსაც ემახსოვრებათ აშშ-ში გამგზავრებამდე რა უთხრა პრემიერმა მ აშშ-ს ელჩს – „თუ აშშ სანქციების პოლიტიკას საქართველოს მიმართ გააგრძელებს, საქართველო აშშ-თან ურთიერთობებს გადახედავს.“. არაა გამორიცხული, რომ არჩევნებამდე დარჩენილ დროში „ქართულმა ოცნებამ“ დასავლეთისა და ამერიკის მიმართ რიტორიკა შეცვალოს, მაგრამ, სავარაუდოდ, ხელისუფლების შეცვლილ რიტორიკაზე როგორი რეაქცია ექნებათ და როგორ აღიქვამენ ჩვენი ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები?
– როგორ ჩანს, ბიძინა ივანიშვილი და მისი გარემოცვა ჯერჯერობით მზადა არაა საკუთარი ინციატივით ბოლომდე დაწვას ხიდები დასავლეთთან და კონრეტულად აშშ ხელისუფლებასთან, მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ სისტემურ კონფლიქტშია დასავლეთთან.
გულის სიღერმეში მას მაინც სჯერა რომ საქართველოს და ამერიკის არჩევნების შედგომ “ახალი რეალიების” გათვალისწინებით, რაც გულისხმობს „ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენას და ამერიკაში ტრამპის გამარჯვებას, შეერთებული შტატები შეეგუება ავტორიტარულ ტენდენციებს საქართველოში და მისი უფრო მნიშვნელოვანი სტრატეგიული მიზნებიდან გამომდინარე უარს იტყვის ქართველი ხალხის და დემოკრატიის მხარდაჭერაზე საქართველოში.
ეს, რა თქმა უნდა, ილუზიაა რადგან ვშიშობ რომ ივანიშვილმა და მის მიერ ხელდასმულმა ხელისუფლებამ შეუქცევადად დააზიანა სტრატეგიული ურთიერთობები როგორც შეერთებულ შტატებთან ასევე ევროკავშირთან.
ვშიშობ რომ ივანიშვილმა და მის მიერ ხელ დასმულმა ხელისუფლებამ შეუქცევადად დააზიანა სტრატეგიული ურთიერთობები როგორც შეერთებულ შტატებთან ასევე ევროკავშირთან
განადგურებული რეპუტაციის და ნდობის დაკარგვის ფონზე ძნელად წარმოსადგენია რომ რიტორიკის შეცვლამ და ენის მოჩლექვამ უშველოს საქმეს თუ მას არ მოჰყვა სერიოზული გადწყვეტილებები და პირველ რიგში რუსული კანონის გაუქმება და ქვეყნის დემოკრატიულ რელსებზე დაბრუნება.
თუმცა, ივანიშვილის ოლიგარქიული ხელისუფლების მზარდი ავტოკრატიული ბუნებიდან გამომდინარე ამის განხორციელება ნაკლებად სავარაუდოა და აქ გადამწყვეტი სიტყვა ქართველმა ხალხმა უნდა თქვას.
განადგურებული რეპუტაციის და ნდობის დაკარგვის ფონზე ძნელად წარმოსადგენია რომ რიტორიკის შეცვლამ და ენის მოჩლექვამ უშველოს საქმეს თუ მას არ მოჰყვა სერიოზული გადაწყვეტილებები და პირველ რიგში რუსული კანონის გაუქმება და ქვეყნის დემოკრატიულ რელსებზე დაბრუნება
– იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყნის დასავლელ პარტნიორებს შეუძლებელია დავიწყებოდათ 29 აპრილს „თავისუფლების მოედანზე“, ბიძინა ივანიშვილის ანტიდასავლური და ანტიამერიკული განცხადებები, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მთელი მმართველი გუნდის ანტიდასავლური და ანტიამერიკული პროპაგანდა, ძნელი სავარაუდოა, რომ მმართველმა გუნდმა შეძლოს დაარწმუნოს პარტნიორები თავის ევროპულ და ატლანტიკურ არჩევანში.
რა რესურსი აქვს „ქართულ ოცნებას“, რომ აშშ-თან და ევროპელ პარტნიორებთან ურთიერთობები დაალაგოს არა მხოლოდ არჩევნების გამო, არამედ ქვეყნის გრძელვადიანი დასავლური პერსპექტივის თვალსაზრისით?
– „ქართულმა ოცნებამ“, რომელიც მზადაა ივანიშვილის ხელისუფლებაში განისაზღვრელი ვადით დარჩენა ნებისმიერ ფასად უზრუნველყოს უკვე გადაკვეთა ყველა წითელი ხაზი, რომლის შემდგომ ძნელია ვინმე დააჯეროს რომ ამ ხელისუფლებას აქვს რამე რესურსი დასავლეთან დაალაგოს ურთიერთობები.
მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ ქვეყნის ბოლოდრინდელ საგარეო პოლიტიკურ ტრაექტორიას რომელიც საგრძნობლად დაშორდა ფორმალურად გაცხადებულ ევროატლანტიკურ კურსს.
დღევანდელი საგარეო პოლიტიკა რომლსაც „ქართული ოცნება“ მულტივექტორულად ასაღებს, სინამდვილეში საქართველოში ევრაზიული პოლიტიკის პრიორიტეტების დაბრუნების მცდელობაა, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის ქვეყნის გაცხადებულ ეროვნულ და საზოგადოებრივ ინტერესებთან.
დღევანდელი საგარეო პოლიტიკა რომელსაც „ქართული ოცნება“ მულტივექტორულად ასაღებს, სინამდვილეში საქართველოში ევრაზიული პოლიტიკის პრიორიტეტების დაბრუნების მცდელობაა, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის ქვეყნის გაცხადებულ ეროვნულ და საზოგადოებრივ ინტერესებთან
ასევე ნაკლებად დასაჯერებელია რომ დასავლეთი მოიხიბლოს „ქართული ოცნების“ წინასსარჩევნო დაპირებებით რომლის მთავარი არსია რომ გაანადგურებს და ნიურნბერგის პროცესს მოუწყობს პოლიტიკურ ოპოზიციას, სამოქალაქო სექტორს და კრიტიკულ მედიას.
ანტიდასავლური და ანტიამერიკული რადიკალიზმით და საზოგადოების გამყოფი იაფფასიანი პოპულიზმით „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი, პრაქტიკულად, ჩიხში მოაქცია. არჩევნების საუკეთესოდ ჩატარების შემთხვევაშიც კი ისინი ვერ შეძლებენ გახლეჩილი საზოგადოების გაერთიანებას.
– პოლიტიკური სუბიექტების საარჩევნო კამპანიას კარგა ხანია ვადევნებთ თვალს. პოლიტიკური პარტიების მეტ-ნაკლები წარმატებით ხვდებიან მოსახლეობას და აწარმოებენ საარჩევნო კამპანიას.
გარე საფრთხეების გათვალისწინებით, სავარაუდოდ როგორ გამოიყურება შიდა რეალობა და ის პროცესი, რასაც საარჩევნო კამპანიების წარმოება ჰქვია?
– როგორც ჩანს, ოპოზიციური პარტიების მთავარი პრიორიტეტია ეს არჩევნები ამომრჩევლებს წარმოუდგინონ როგორც გეოპოლიტიკური არჩევანი დასავლურ განვითარებასა და რუსეთს შორის რაც თავისთავად სწორია, თუმცა აშკარაა მხოლოდ ეს არაა საკმარისი ქართველი ამომრჩევლების გულის მოსაგებად.
გარდა გეოპოლიტიკური ფაქტორებისა მნიშვნელოვანია ადგილობრივი დღის წესრიგის გარშემო არსებული პროგრამები რომელიც, მორგებულია ქართველი ამომრჩევლების რეალურ ინტერესებთან განსაკუთრებით რეგიონებში სადაც გასაგები მიზეზების გამო უჭირს ოპოზიციურ სპექტრს წინასსარჩევნო კამპანიის სრულყოფილად ჩატარება.
ოპოზიციური პარტიების მთავარი პრიორიტეტია ეს არჩევნები ამომრჩევლებს წარმოუდგინონ როგორც გეოპოლიტიკური არჩევანი დასავლურ განვითარებასა და რუსეთს შორის რაც თავისთავად სწორია, თუმცა აშკარაა მხოლოდ ეს არაა საკმარისი ქართველი ამომრჩევლების გულის მოსაგებად
შესაბამისად როგორც სხვადასხვა საზოგადოებრივი აზრის კვლევები ადასტურებენ ოპოზიციას უფრო ძლიერი პოზიციები ექნება თბილისში და სხვა დიდ ქალაქებში, სადაც „ქართული ოცნების“ პოზიციები როგორც ჩანს, საგრძნობლადაა შერყეული.
თუმცა, ბოლო დღეებში წარმოებულ წარმატებულ წინასარჩევნო კამპანიას შესაძლოა გადამწყვეტი მნიშვნელობაც კი ჰქონდეს.
– საქართველოს ხელისუფლების მიმართ ს ხელმძღვანელობის დამოკიდებულება, უფრო სწორად მათი „ქართული ოცნების“ მიმართ უპატივცემულობის ღიად დემონსტრირება იმაზე მიანიშნებს, რომ მოსკოვს საქართველოს ხელმძღვანელობაში არც „ქართული ოცნების“ დარჩენა არ აწყობს.
თუ ამ ეტაპზე გარკვეულ წილად აწყობს, მხოლოდ იმიტომ, რომ შემდეგ საქართველოს ხელმძღვანელობაში მოსკოვისთვის უფრო მისაღები პოლიტიკური ფიგურები მოვიდნენ.
თქვენ ასეთი შთაბეჭდილება არ გრჩებათ?
– ბუნებრივია, რუსეთის ხელისუფლებისთვის მოკლევადიან პერიოდში ქართული ოცნების ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილის ოლოგარქიული მართველობის ქვეშ უფრო მისაღებია ვიდრე ნებისმიერი არსებული პროდასავლური ალტერნატივა.
ვხედავთ, რომ რუსეთი ცდილობს დაეხმაროს ივანიშვილს არსებული სტატუს-ქვოს შენარჩუნებაში. თუმცა საშუალოვადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში რუსეთი იმედოვნებს რომ შეძლებს საქართველოში მოიყვანოს მოსკოვის უპირობო დაქვემდებარებაში მყოფი პრორუსული ძალები.
რუსეთი ცდილობს დაეხმაროს ივანიშვილს არსებული სტატუს-ქვოს შენარჩუნებაში. თუმცა საშუალოვადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში რუსეთი იმედოვნებს რომ შეძლებს საქართველოში მოიყვანოს მოსკოვის უპირობო დაქვემდებარებაში მყოფი პრორუსული ძალები
რუსეთს, გრძელვადიან პერსპექტივაში სურს საქართველოს ხელისუფლებაში მოიყვანოს ისეთი ძალები, რომლებიც არა მხოლოდ დააკმაყოფილებენ მის გეოპოლიტიკურ ამბიციებს რეგიონში არამედ უარს იტყვიან საკუთარ სუვერენიტეტზე ეფემერული ტერიტორიული მთლიანობის დაპირებით, რომელიც, როგორც ჩანს, ეყრდნობა პრინციპს რომ არაოკუპირებული საქართველო შეურთდეს აფხაზეთს და ცხინვალის რეგიონს კონფედერაციის სახით და არა პირიქით როგორც ამის წარმოდგენას ცდილობს სახელისუფლებო პროპაგანდა.
რუსული პოლიტიკური ელიტა დიდი ხანია არ მალავს რომ საქართველოს განიხილავს მისი ევრაზიული პოლიტიკის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილად, რომელიც სრულიად უნდა იყოს ინტეგრირებული რუსეთის მიერ დომინირებული პოსტ-საბჭოთა ინეგრაციულ პროექტებში.
რუსეთს, გრძელვადიან პერსპექტივაში სურს საქართველოს ხელისუფლებაში მოიყვანოს ისეთი ძალები, რომლებიც არა მხოლოდ დააკმაყოფილებენ მის გეოპოლიტიკურ ამბიციებს რეგიონში არამედ უარს იტყვიან საკუთარ სუვერენიტეტზე ეფემერული ტერიტორიული მთლიანობის დაპირებით, რომელიც, როგორც ჩანს, ეყრდნობა პრინციპს რომ არაოკუპირებული საქართველო შეუერთდეს აფხაზეთს და ცხინვალის რეგიონს კონფედერაციის სახით და არა პირიქით როგორც ამის წარმოდგენას ცდილობს სახელისუფლებო პროპაგანდა
თუმცა ამ სიტუაციაში გადამწყვეტია ქართველი ხალხის სურვილი ნებისმიერ ფასად შეინარჩუნუნოს საკუთარი სისხლის ფასად მოპოვებული დამოუკიდებლობა რომელმაც საკუთარი ბედი უკვე განსაზღვრა 33 წლის მიღებული გადაწყვეტილებით.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი

ასევე დაგაინტერესებთ

გურამ მაჭარაშვილი – მიხეილ ყაველაშვილი სალომე ზურაბიშვილს და გიორგი მარგველაშვილს თავისი გამოცდილებით, მათ შორის უცხოელებთან ურთიერთობის, „ჯიბეში ჩაისვამს“ – ოპოზიციას კი შოკი დიდ ხანს ექნება, ისედაც დაშოკილები იყვნენ