თამარ კორძაია – ვაგრძელებთ ემიგრანტების საარჩევნო უფლების დაცვას – დავიტოვებთ მცირე იმედს, რომ დაიცავენ ადამიანების კონსტიტუციურ უფლებას მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა

ვაგრძელებთ ემიგრანტების საარჩევნო უფლების დაცვას – დავიტოვებთ მცირე იმედს, რომ დაიცავენ ადამიანების კონსტიტუციურ უფლებას მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის “ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ კორძაიამ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც კორძაიამ განმარტა, სააპელაციო სასამართლოში გრძელდება დავა საარჩევნო უბნების გახსნასთან დაკავშირებით.
“ჩვენ, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ ვაგრძელებთ ემიგრანტების საარჩევნო უფლების დაცვას. დღეს სააპელაციო სასამართლოში გრძელდება დავა საარჩევნო უბნების გახსნასთან დაკავშირებით.
რადგან კანონი გვაძლევს იმის უფლებას, რომ გავასაჩივროთ ს განკარგულება უბნების არ გახსნასთან დაკავშირებით, ესე იგი კანონი იძლევა საშუალებას, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კიდევ იმსჯელოს ამ საკითხზე, უბნები გახსნას. აქედან გამომდინარე, დაველოდებით სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, დავიტოვებთ იმ მცირე იმედს, რომ ისინი მაინც დაიცავენ ადამიანების კონსტიტუციურ უფლებას მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა“,- აღნიშნა კორძაიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

25 ნოემბერს, მე-11 მოწვევის პარლამენტის შეკრების დღეს საკანონმდებლო ორგანოში უსაფრთხოების „ყვითელი დონე“ იმოქმედებს – შენობაში დაიშვებიან მხოლოდ ტელემაუწყებლების აკრედიტებული ჟურნალისტები