ლევან სანიკიძე – 26 ოქტომბრიდან ჩვენს დასავლელ პარტნიორებს აღარ ექნებათ ის უხერხულობა, რაც დღეს აქვთ – მომავალ პროდასავლურ ხელისუფლებასთან კიდევ უფრო აქტიურ ნაბიჯებს გადადგამენ ეკონომიკური, სოციალური თუ უსაფრთხოების კუთხით

დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბრიდან ჩვენს დასავლელ პარტნიორებს აღარ ექნებათ ის უხერხულობა, რაც დღეს აქვთ. 26 ოქტომბრის ცვლილების შემდეგ, მომავალ პროდასავლურ ხელისუფლებასთან კიდევ უფრო აქტიურ ნაბიჯებს გადადგამენ ეკონომიკური, სოციალური თუ უსაფრთხოების კუთხით, – ამის შესახებ ,,ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ კამპანიის პრესსპიკერმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა
მან ის ფაქტი შეაფასა, რომ საქართველოს პრეზიდენტი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელის შეხვდება და განმარტა, რომ ოფიციალური პირებიდან მხოლოდ გამოხატავს პროდასავლური ფორმით ქართველი ხალხის წარმომავლობას.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლება სრულ იზოლაციაშია მოქცეული, მათ უბრალოდ ხელს არ ართმევენ. პრეზიდენტ ბაიდენის მიღებაზე ვნახეთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს გამასპინძლებაზეც კი უარი უთხრეს, რაც ნამდვილად სამარცხვინო იყო ჩვენი ხელისუფლებისთვის.
ოფიციალური ორგანოებიდან და პირებიდან მხოლოდ სალომე ზურაბიშვილი გამოხატავს ამ პროდასავლური ფორმით ქართველი ხალხის წარმომავლობას.
დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბრიდან ჩვენს პროდასავლელ მეგობრებს, ჩვენს დასავლელ პარტნიორებს აღარ ექნებათ ის უხერხულობა, რაც დღეს აქვს – სანქცირებულ ხელისუფლებასთან აღარ მოუწევთ ურთიერთობა.
26 ოქტომბრის ცვლილების შემდეგ, მომავალ კოალიციასთან, პროდასავლურ ხელისუფლებასთან კიდევ უფრო აქტიურ ნაბიჯებს გადადგამენ სხვადასხვა ეკონომიკური, სოციალური თუ უსაფრთხოების მიმართულებით“, – განაცხადა ლევან სანიკიძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
ინფორმაციისთვის, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს და ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრა ბრიუსელში გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

„გახარია საქართველოსთვის“ – დღეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი იწყება – მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, შეხვედრის მსვლელობისას მწვავედ დააყენოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ანექსიის საკითხი

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება – საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში, ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს

შალვა პაპუაშვილი – უფრო სტაბილური სამეზობლო PABSEC-ში წარმოდგენილი თითოეული ქვეყნის ინტერესშია – იმედისმომცემია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესი, ასევე, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ ძალისხმევა