ავსტრია დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაჩქარებას მოითხოვს, – ამის შესახებ ავსტრიის თავდაცვის მინისტრმა, კლაუდია ტანერმა განაცხადა.
„ჩემთვის დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაჩქარება პრიორიტეტია იქამდე, სანამ სხვა შესაძლო გაწევრიანებებზე ვისაუბრებთ“, – განაცხადა კლაუდია ტანერმა.
კლაუდია ტენერმა აღნიშნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაჩქარება დასავლეთ ბალკანეთში სტაბილურობას უზრუნველყოფს და რეგიონს საგარეო გავლენისგან დაიცავს.
„დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოები და განსაკუთრებით ბოსნია და ჰერცეგოვინა ავსტრიისთვის მნიშვნელოვან პარტნიორებს წარმოადგენენ, როდესაც საქმე რეგიონში სტაბილურობის, რეგიონული თანამშრომლობისა და ევროპული ინტეგრაციის შემდგომ განვითარებას ეხება“, – აღნიშნა ავსტრიის თავდაცვის მინისტრმა.