“დიახ, ყველა მტყუანია და მე ვარ მართალი” – რაჟდენ კუპრაშვილი

ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი ირწმუნება, რომ TI-თან მიმართებით მისი გადაწყვეტილება რეპრესიული არ არის და ის უსაფუძვლო კრიტიკის მსხვერპლია.
ჟურნალისტმა ანტიკორუფციული სამსახურის შეფს, საერთაშორისო გამოხმაურებები შეახსენა და ჰკითხა, “ამ შემთხვევაში, ყველა მტყუანია და თქვენ მართალი?” – რაზეც, კუპრაშვილმა უპასუხა – “დიახ, ყველა მტყუანია და მე ვარ მართალი”.
“ის, რომ ამ გადაწყვეტილებას ვეძახით რეპრესიულს, ცოტა გასაკვირია. მოვისმინე ქალბატონი ეკა გიგაურის განცხადება, მიმაჩნია, რომ ეს არის სამართლის უზენაესობის პრინციპებზე თავდასხმა. ეს არის თქვენი ინტერპრეტაცია. არ არსებობს არგუმენტები იმ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რაც არის ანტიკორუფციული ბიუროს მხრიდან მიღებული. შესაბამისად, ახლა აირჩიეს გზა, რომელიც არის კანონის უზენაესობაზე თავდასხმა. ეს არ არის არც ევროპული და არც დასავლური სტანდარტი, – ამბობს კუპრაშვილი.
რაჟდენ კუპრაშვილმა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” და მისი აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური განცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად ცნო. ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლომაც.

ასევე დაგაინტერესებთ

პრეზიდენტი – საქართველოს ევროპისა და აშშ-სგან სჭირდება მოსახლეობის მხარდაჭერა, მორალური მხარდაჭერა და ბევრი დამკვირვებელი არჩევნებისთვის, რადგან მომავალი ერთი თვის განმავლობაში მეტი ვერაფერი გაკეთდება – იზოლაცია ჩვენთვის ყველაზე უარესი კოშმარია