ნოვოგროდოვკაში, კორპუსის ნანგრევებში უკრაინელმა მაშველებმა 8 წლის გოგონას ცხედარი იპოვეს

დონეცკის ოლქის ქალაქ ნოვოგროდოვკაში საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებში რვა წლის გოგონას ცხედარი იპოვეს.
ქალაქზე სარაკეტო თავდასხმა 30 ნოემბრის ღამეს მოხდა. ჩამონგრეული კორპუსის ადგილზე სამაშველო-სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.
ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, ალექსანდრ შევჩენკოს ინფორმაციით, ბავშვის მშობლები სავარაუდოდ ჯერ კიდევ ნანგრევების ქვეშ არიან.
ნოვოგროდოვკაში მომხდარის შემდეგ, სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.
სარაკეტო თავდასხმის შედეგად არიან სხვა დაღუპულებიც.