გია ბარამიძე – საპარლამენტო სია თავიდან ბოლომდე შეთანხმებულია მიხეილ სააკაშვილთან – რა “ნაციონალური მოძრაობის” თუ სხვა პარტიის სიის ნუმერაცია, როცა თავზე გვენგრევა ქვეყანა, ეს აინტერესებს ხალხს?

საპარლამენტო სია, აბსოლუტურად თავიდან ბოლომდე, შეთანხმებულია პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან, იმ ნორმებისა და პროცედურების დაცვით, რაც გაწერილია საქართველოს კანონმდებლობით , – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურმა მდივანმა გია ბარამიძემ “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა.
მისი თქმით, სგან განსხვავებით, რომელიც განასახიერებს ფულის გარშემო შემოკრებილ ადამიანებს, და მისი გუნდი არის იდეის მსახური.
“საპარლამენტო სია, აბსოლუტურად თავიდან ბოლომდე, შეთანხმებულია პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან, იმ ნორმებისა და პროცედურების დაცვით, რაც გაწერილია საქართველოს კანონმდებლობით. ამ სიაში ვინ რომელ ადგილზეა, არ არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი საკითხი, მეასეხარისხოვანია, რადგან საქართველო გვყავს გადასარჩენი. ამაზე ვართ კონცენტრირებული და არა იმაზე, ესა თუ ის შევა თუ არა პარლამენტში. ეს სია შედგება გამოცდილი პოლიტიკოსებისგან, ახალგაზრდა თაობისგან, რომელიც შემოგვიერთდა ამ ბოლო წლების განმავლობაში და იმ ადამიანებისგან, რომლებსაც საერთოდ ჩვენს პარტიასთან შეხებაც კი არ ჰქონდა. არიან აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებმაც, მიხეილ სააკაშვილის აზრით, უნდა გაამდიდრონ ჩვენი გუნდი, უნდა აჩვენოს, რომ ჩვენ არ ვართ ჩაკეტილი საკუთარ ნაჭუჭში და მარტო ჩვენი გუნდის წევრებზე არ გვაქვს აქცენტი.
ბიძინა ივანიშვილისგან განსხვავებით, რომელიც განასახიერებს ფულის გარშემო შემოკრებილ ადამიანებს, მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი არის იდეის მსახური, სააკაშვილი განასახიერებს ამ იდეას, რასაც ჰქვია ძლიერი საქართველო, დემოკრატიული საქართველო, ევროპული ყაიდის და გამთლიანებული საქართველო, რომელსაც იმსახურებს ჩვენი ქართველი ხალხი, რომელიც ბოდიშს არასდროს მოუხდის ჩვენს მტრებს, რომელიც არასდროს დათანხმდება რომ და ცხინვალის რეგიონი ჩვენი მეზობელი ქვეყნები და სახელმწიფოები იყვნენ და ამიტომ, 26 ოქტომბერს ძალიან დიდ პანღურს ამოარტყამს მოღალატე ივანიშვილის მარიონეტულ, ს მეხუთე კოლონია რეჟიმს.
რაც შეეხება სიაში მომხდარ ცვლილებებსა და გაკეთებულ განცხადებებს, ვერავინ ვერ ჩაგწერთ სიაში, თუ საკუთარი ხელით არ მოამზადეთ უამრავი დოკუმენტი. სიაში არავინ ჩაგწერთ, თუ ეს თავად არ გინდათ. ვინ სად წერია, ეს არ არის მნიშვნელოვანი, მ გააკეთა განცხადება, რომ სერგეი ლავროვს ეთანხმება და ცხინვალი და აფხაზეთი ცალკე ქვეყნებია, რა ნუმერაცია “ნაციონალური მოძრაობის” თუ სხვა პარტიის სიისა, როცა თავზე გვენგრევა ქვეყანა, ეს აინტერესებს ხალხს?”,-აღნიშნა ბარამიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია – გამოდიან მოლაპარაკებაზე ივანიშვილისგან, რომ კობახიძე და დღევანდელი მთავრობა გაქრება პოლიტიკური სპექტრიდან, თუ ოპოზიცია თანახმა იქნება, დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან – ეს სიგნალი ქვეყნის ფარგლებში არ ყოფილა

მამუკა ხაზარაძე ახალი არჩევნების მისაღწევად 5-პუნქტიან გეგმას ასახელებს, მათ შორის არის ოპოზიციის მხრიდან არჩეული პარლამენტის წევრების მიერ “სახალხო პარლამენტის” ფორმირება და თავმჯდომარედ პრეზიდენტის მოწვევა