აშშ-ის სენატმა უკრაინისა და ისრაელის დახმარების შესახებ კენჭისყრა დანიშნა

აშშ-ის სენატმა უკრაინისა და ისრაელის დახმარების შესახებ კენჭისყრა დანიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას The Hill-ი ავრცელებს.
აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა განაცხადა, რომ უკრაინის, ისრაელისა და ღაზას სექტორის 106 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების პაკეტის კენჭისყრა მიმდინარე კვირის ბოლოს გაიმართება.
„მოვუწოდებ ყველა სენატორს დაფიქრდეს, თუ სად ვიმყოფებით ამ ისტორიულ მომენტში. აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოება საფრთხეშია მთელ მსოფლიოში, ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და ინდოეთი-წყნარი ოკეანის რეგიონში. ამან შეიძლება დემოკრატიის განვითარების ტრაექტორია მრავალი წლის განმავლობაში განსაზღვროს. ჩვენ ისტორიულ მომენტში ვცხოვრობთ“, – განაცხადა ჩაკ შუმერმა.
შუმერმა აღნიშნა, რომ კანონპროექტის მიღება აუცილებელია, რადგან უკრაინას რუსული აგრესიის მოსაგერიებლად საჭირო რესურსები ეწურება.

ასევე დაგაინტერესებთ

სასკოლო ფორმების ჩინეთიდან საქართველოში მოწოდება სამ ეტაპად მოხდება – ფორმების რეალიზაცია პირველი კლასის მოსწავლეებისთვის 1–14 სექტემბრის პერიოდში, ხოლო მეორე და მესამე ეტაპებზე – ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით განხორციელდება

კალაძე – საქართველო მშვიდი ქვეყანაა, სტუმართმოყვარე ხალხი ვართ და ყველას – რუსს, ყაზახს, უკრაინელს, შვეიცარიელს, იტალიელს, ამერიკელს, შეუძლია ჩამოვიდეს, დახარჯოს ფული და ბიზნესსაქმიანობა აწარმოოს – არავინ შეზღუდული არაა