გერმანიის პრეზიდენტის პრესმდივანი – შტაინმაიერის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ისტორიულ შესაძლებლობას საფრთხეს უქმნის

გერმანიის პრეზიდენტის პრესმდივანი, სერსტინ გამელინი საქართველოს პრეზიდენტის, სა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
გერმანიის პრეზიდენტის პრესმდივნის ინფორმაციის თანახმად, გერმანიის პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ისტორიულ შესაძლებლობას საფრთხეს უქმნის.
„დღეს, ბერლინში პრეზიდენტი შტაინმაიერი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. პრეზიდენტმა პროევროპული პოზიციისთვის მას მადლობა გადაუხადა. ამასთან, მან ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოს შეფერხების გამო მწუხარება გამოხატა. პრეზიდენტის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ისტორიულ შესაძლებლობას საფრთხეს უქმნის“, – წერს სერსტინ გამელინი.

ასევე დაგაინტერესებთ