პუტინმა აფხაზეთს “გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღე” მიულოცა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ასლან ბჟანიას აფხაზეთის [დე ფაქტო] “გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღე” მიულოცა.
“რუსულ-აფხაზური ურთიერთობები წარმატებით ვითარდება ალიანსისა და სტრატეგიული პარტნიორობის პრინციპების საფუძველზე. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენ შევძლებთ უზრუნველვყოთ ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაფართოება სხვადასხვა სფეროში,” – ნათქვამია მილოცვაში.
რუსეთის პრეზიდენტის მილოცვაში ნათქვამია, რომ მოსკოვი გააგრძელებს აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებისა და ხალხის “აქტიურ დახმარებას სახელმწიფო განვითარების პრობლემების გადაჭრაში”.
“გულწრფელად გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებებს, ხოლო თქვენს ყველა მოქალაქეს მშვიდობასა და კეთილდღეობას,” – ვკითხულობთ განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ტუღუში – საქართველო პრორუსულად განწყობილი არასდროს ყოფილა, ასეთი რამ არ მახსოვს, ეს ნონსენსია, მნიშვნელოვანია დავინახოთ, რა არის ის ჯოჯოხეთი, სადაც „ოცნება“ მიგვაქანებს – დემოკრატიის წინააღმდეგ ბრძოლაში ისე ვერ იგებენ, როგორც უნდოდათ