ბელგიაში H5N1-ის გამო 20 000 ფრინველი განადგურდა

ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) ცნობით, ბელგიაში, ფრინველის გრიპის H5N1 გავრცელსა, რის გამოც 20 000 ფრინველი განადგურდა.

არსებული ინფორმაციით, გრიპი ბოლო პერიოდში ბელგიის მეზობელი ქვეყნების ფერმებში აღმოაჩინეს – კერძოდ საფრანგეთში, ნიდერლანდებსა და გერმანიაში.
ევროკავშირის სურსათის უვნებლობის სააგენტომ განაცხადა, რომ ფრინველის გრიპის ეპიდემია ევროპაში 2021-2022 წლების ბოლოს ყველაზე მძიმე შედეგები გამოიწვია.