უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი – რუსებმა სუმის ოლქში საავადმყოფოს ორჯერ დაარტყეს, დაიღუპა 6 ადამიანი

რუსებმა სუმის ოლქში საავადმყოფოს ორჯერ დაარტყეს, დაიღუპა 6 ადამიანი, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი, იგორ კლიმენკო ავრცელებს.
იგორ კლიმენკოს ცნობით, რუსული ძალების მიერ სამედიცინო დაწესებულებაზე განხორციელებული პირველი დარტყმისას ერთი ადამიანი დაიღუპა და საავადმყოფოს რამდენიმე სართული ჩაინგრა, რის შემდეგაც პაციენტებისა და პერსონალის ევაკუაცია დაიწყო.
შემთხვევის ადგილზე მაშველები და პოლიციელები მივიდნენ. ევაკუაციის დროს კი რუსულმა ძალებმა კიდევ ერთი დარტყმა განახორციელეს.
ამ დროისთვის ინფორმაცია 6 დაღუპულის შესახებ ვრცელდება, მათ შორის ერთი პოლიციელია.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს – ეს პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 70-ზე მეტი რაკეტა და 500 დრონი გამოიყენა – მნიშვნელოვანია, რომ ანტიბალისტიკური შესაძლებლობების წარმოების შესახებ შეთანხმებების განხორციელებაში პროგრესს მივაღწიოთ