ინდოეთში საჰაერო ძალების სასწავლო თვითმფრინავი ჩამოვარდა | არიან დაღუპულები

ინდოეთში, ქალაქ ტოოპრანში, მედაკის რაიონში საჰაერო ძალების სასწავლო თვითმფრინავი Pilatus pc-7 mark II ჩამოვარდა, დაიღუპა ორი პილოტი.
ოფიციალური პირების ინფორმაციით, კატასტროფა ორშაბათს, დილის 8:55 საათზე, დინდიგულის რაიონთან მდებარე საჰაერო ძალების აკადემიაში ვარჯიშის დროს მოხდა. პილოტებს შორის ინსტრუქტორი და ერთი იუნკერი იყო.
არსებული ინფორმაციით, ჩამოვარდნის შემდეგ თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა.