ზურაბ პოლოლიკაშვილი – საქართველოში მსოფლიო ტურიზმის დღის ღონისძიება უკვე 50-ზე მეტ ქვეყანაში გაშუქდა, რაც ნიშნავს, რომ უფრო მეტი ქვეყანა ეცნობა საქართველოს ტურისტულ პოტენციალს

საქართველოში მიმდინარე მსოფლიო ტურიზმის დღის ღონისძიება გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა, შეაფასა.
გენერალური მდივნის განცხადებით, ღონისძიების ფარგლებში საქართველოს მაღალი რანგის სტუმრები ეწვივნენ, თბილისში მიმდინარე მსოფლიო ტურიზმის დღის აღნიშვნას დიდი გამოხმაურება მოჰყვა საერთაშორისო მედიაში.
„ჩვენ გვყავს 50-ზე მეტი მაღალი დონის დელეგაცია, აქ არიან მინისტრები, კერძო სექტორის წარმომადგენლები, რომლებსაც დიდი გავლენა აქვთ ტურიზმის სექტორში. ასევე მასშტაბურად წარმოდგენილია საერთაშორისო მედია. საქართველოში მსოფლიო ტურიზმის დღის ღონისძიება უკვე 50-ზე მეტ ქვეყანაში გაშუქდა, ეს ყველაფერი ხდება საქართველოში, ეს ნიშნავს რომ 50 ქვეყანაში საქართველოს ეხსნება არეალი, უფრო მეტი ქვეყანა ეცნობა საქართველოს ტურისტულ პოტენციალს. საქართველოში ბევრი მინისტრი პირველადაა, ისინი აპირებენ კვლავ ჩამოსვლას. ძალიან მადლობელი ვარ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიების მაღალ დონაზე ჩატარებისთვის“, – განაცხადა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თქმით, მსოფლიო ტურიზმის დღის აღნიშვნა გამორჩეული ღონისძიებაა.
„ეს ტურიზმის სექტორისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დღესასწაულია, რომელიც ყოველ წელს, 27 სექტემბერს აღინიშნება როტაციით სხვადასხვა რეგიონში, წელს ევროპის ჯერი იყო, გენერალურმა ასამბლეამ შარშან საქართველოში გადაწყვიტა ჩაეტარებინა წლევანდელი ღონისძიება, თემაც წინასწარ ირჩევა და გადაწყდა ტურიზმი და მშვიდობა“, – აცხადეს ზურაბ პოლოლიკაშვილი.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მსოფლიო ტურიზმის დღის ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ გახსნა. მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ ს ტურიზმის მინისტრი აჰმედ ალ ხატეები, უზბეკეთის ეკოლოგიის, გარემოს დაცვისა და კლიმატური ცვლილებების მინისტრი აზიზ აბდუჰაკიმოვი, გვატემალას ტურიზმის მინისტრი ჰარის ვითბეკი და გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი.
მსოფლიო ტურიზმის დღის ფარგლებში საქართველოს უკვე ეწვივნენ მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან მაღალი რანგის სტუმრები, ტურიზმის მინისტრები, დეპარტამენტების ხელმძღვანელები და ტურიზმის სფეროს პროფესიონალები, ჯამურად 300-ზე მეტი დელეგატი.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით კირკიტაძე – სააკაშვილმა თქვა, რომ ქართველების ერთ-ერთი მთავარი ღირსებაა მიმტევებლობა და საშუალების მიცემა ადამიანებისთვის, რომ ემსახურონ თავიანთ ქვეყანას, ამ პრინციპით არის შედგენილი სია

Edison Research – დღეს რომ არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 32% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 20% -„ერთიანობა- ნაციონალურ მოძრაობას“, 11,9%-11,9% – კოალიციას „ცვლილებებისთვის“ და გახარიას პარტიას, 9,9% – „ძლიერ საქართველოს“