ქეთი დევდარიანი: საქართველოსთვის თავისმომჭრელი ბანერებიც დაგვაკიდეს თავზე

“ახლა ილიაუნის აკრედიტაციის საკითხი წყდება ქოცურად და რუსულად, სამარცხვინო და საქართველოსთვის თავისმომჭრელი ბანერებიც დაგვაკიდეს თავზე. მაჩანჩალა ქვეყნად ქცევის მკაფიო გეგმაც დადეს.
ტოტალიტარიზმის მოახლოების სუნი სცემს ყველას, ვისაც ყნოსვა, ხედვა და აზრი მოეკითხება.
ხოდა, ამ სიტუაციაში ვინც “დაბნეულია”, ქოცს ვერ ანსხვავებს ნაცისგან, რუსს ამერიკელისგან და რაღაცნაირად რომელიღაც “სიაში მეშვიდე ნომერი” არ მოსწონს, ისიც ამ ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული ღალატისა და სპეცოპერაციის ნაწილია დღეს. ხვდება ამას თავად თუ – ვერ,” – წერს სოციალურ ქსელში სცენარისტი ქეთი დევდარიანი.

ასევე დაგაინტერესებთ