რატი ბრეგაძე – რუსეთისთვის „ნაციონალურ მოძრაობაზე“ დიდი საქმე არავის გაუკეთებია – ისეთი მოღალატეობრივი ქმედებები, როგორიც ამ პარტიის მესვეურებმა ჩაიდინეს, საქართველოს ისტორიაში რთულად თუ მოიძებნება

რუსეთისთვის „ნაციონალურ მოძრაობაზე“ დიდი საქმე არავის გაუკეთებია – ისეთი მოღალატეობრივი ქმედებები, როგორიც ამ პარტიის მესვეურებმა ჩაიდინეს, საქართველოს ისტორიაში რთულად თუ მოიძებნება, – ეს შეფასება მედიასთან იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ გააკეთა.
ბრეგაძემ დღეს განაცხადა ისიც, რომ “ნაციონალური მოძრაობის“ მართვის მეთოდები საბჭოური მეთოდები იყო.
“როდესაც ვინმე „კაგებეს“ მეთოდებზე და რუსეთთან კავშირზე საუბრობს, მინდა ყველას შევახსენო, რომ სწორედ “ნაციონალური მოძრაობაა“ ის ძალა, რომელმაც ხელი მოაწერა იმას, რომ მძინარე ცხინვალის დაბომბვა ქართველი სამხედროებისთვის დაებრალებინათ. “ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენი სამხედროები დაგვეცვა, მთელი მსოფლიოსთვის გვეცნობებინა, რომ საქართველოს ტერიტორიების ნაწილი ს ფედერაციას აქვს ოკუპირებული.
იმ დიდი გამარჯვებების შემდეგ, რომელიც საქართველომ “ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს სტრასბურგის სასამართლოში მოიპოვა, ყველას შეგვიძლია თქმა, რომ საქართველოს ტერიტორიების ნაწილი დღემდე რუსეთის ფედერაციას აქვს ოკუპირებული“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ანტონიო კოშტა – ტარიფები გადასახადებია, ისინი ზრდიან ინფლაციას, ქმნიან გაურკვევლობას და ხელს უშლიან ეკონომიკურ ზრდას – ევროკავშირი რჩება მყარი, ერთიანი და არის მზად, დაიცვას თავისი ინტერესები

ურსულა ფონ დერ ლაიენი – ევროკავშირის ექსპორტზე 30%-იანი ტარიფები დააზიანებს ბიზნესებს, მომხმარებლებსა და პაციენტებს ატლანტიკის ოკეანის ორივე მხარეს – მზად ვართ დავიცვათ ევროკავშირის ინტერესები