ირაკლი კობახიძის შეფასებით, ოპოზიციური პარტიების სიები შედგება „დრომოჭმული, სისხლში და დანაშაულში გასვრილი“ ადამიანებისგან

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების სიები შედგება „დრომოჭმული, სისხლში და დანაშაულში გასვრილი“ ადამიანებისგან. აღნიშნულის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა.
„ოპოზიციის სიებს რაც შეეხება, ყველამ დაინახა, რომ არავითარი განახლების რესურსი ოპოზიციას არ აქვს – ისევ ეს ძველი, დრომოჭმული სახეები, მათ შორის დანაშაულში, სისხლში გასვრილი ადამიანები, ეს არის ოპოზიციის სიები, თქვენი ლიდერები, მათ შორის სააკაშვილი, გვარამია და სხვები, ანუ დრომოჭმული, სისხლიანი სპეცსაქმეებში გასვრილი ადამიანები“, – განაცხადა მ.
მან, ასევე, უპასუხა კითხვას იმის შესახებ, რომ ში მებრძოლი ქართველი ნადიმ ხმალაძე საზოგადოებას საარჩევნო ხმების დაცვისკენ მოუწოდებს.
„მე ამაზე არ მინდა კომენტარის გაკეთება, მაგრამ კიდევ ერთხელ, მინდა ყველას შევახსენო, რომ „ნაცმოძრაობაში“ აქტიურად საუბრობენ პროვოკაციებზე, მათ უნდათ პროვოკაციების მოწყობა, ამასთან დაკავშირებით ბრიფინგიც ჩავატარე. მე საზოგადოება მოვუწოდებ, რომ იყვნენ ძალიან ფხიზლად, ძალიან ფრთხილად და რა თქმა უნდა, არავინ უნდა დაუშვას ასეთი პროვოკაციების მოწყობა. სახელმწიფო ყველა შემთხვევაში მიიღებს ყველა ზომას იმისთვის, რომ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ჩვენ პროვოკაციების მოწყობის საშუალება არ მივცეთ“, -განაცხადა ირაკლი მ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – მივიღეთ გადაწყვეტილება, მერაბ დვალიშვილზე, ისევე, როგორც ილია თოფურიაზე, რომელმაც საქართველოს UFC-ის ჩემპიონის პირველი ტიტული მოუტანა, გავცეთ ფულადი ჯილდო თითოეულზე მილიონი ლარის ოდენობით