საოკუპაციო რეჟიმი ირაკლი ს მოუწოდებს, დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიაროს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ს საოკუპაციო რეჟიმმა ირაკლი ს მოუწოდა, მოაწეროს ხელი დოკუმენტს ძალის გამოუყენებლობის შესახებ და აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიაროს.
ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კობახიძის გამოსვლა არის საქართველოს ხელისუფლების განმეორებითი რიტორიკის მაგალითი “იგივე მითიური ტერმინებით“.
მიგვაჩნია, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება იმავე სულისკვეთებას გააგრძელებს, წარსულის დაძლევაში პოზიტიურ შედეგებს ვერ მივაღწევთ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს, ხელი მოაწეროს იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტს ძალის გამოუყენებლობის შესახებ და აღიაროს აფხაზეთის რესპუბლიკა სუვერენულ და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ”, – ნათქვამია აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ უწყების განცხადებაში.
გაერო-ს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას მ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ ხალხს მიმართა და განაცხადა, რომ “ჩვენ უნდა აღვადგინოთ ყველა დანგრეული ხიდი ჩვენს “ქვეყანაში“.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრია ჯაღმაიძე: ეკლესია ყოველთვის ცდილობდა, ყოფილიყო ორივე მხარისთვის სალაპარაკო პლატფორმა. დოროთემ რაც გააკეთა – იმ ხალხს, ვინც უსმენს დოროთეს, შთაბეჭდილება დარჩა, რომ ეკლესია მათი მტერია. სინამდვილეში ეს ასე არ არის