„ლეიბორისტებმა“ პარტიული სიის ათეული გამოაქვეყნეს

დეპუტატობის კანდიდატთა პირველი ათეული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა „ფეისბუკის“ ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა. მან სიასთან ერთად, კანდიდატების მობილური ტელეფონების ნომრებიც გამოაქვეყნა. სიაში არის „ლეიბორისტების“ წევრი, შალვა ნათელაშვილის შვილი, ბექა ნათელაშვილი.
„ლეიბორისტული პარტიის“ სია:
· შალვა ნათელაშვილი – „საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე;
· გიორგი გუგავა – პარტიის პოლიტიკური მდივანი;
· ლაშა ჩხარტიშვილი – პარტიაში უფლებათა დაცვის ცენტრის ხელმძღვანელი;
· მიხეილ ქუმსიშვილი – პარტიის ეროვნული კომიტეტის წევრი, ახალგაზრდული მოძრაობის ლიდერი;
· ტარიელ კალანდარიშვილი – პარტიის ეროვნული კომიტეტის წევრი;
· ნიკოლოზ ვარდოშვილი – პარტიის ეროვნული კომიტეტის წევრი;
· ბექა ნათელაშვილი – დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, პარტიის საერთაშორისო მდივანი;
· თემურ წიკლაური – პარტიის ეროვნული კომიტეტის წევრი;
· ირაკლი კიკვაძე – პარტიის იმერეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი;
· დავით მამალაძე – ადვოკატი. პარტიის გურიის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი.
საარჩევნო კოდექსის თანახმად, ში წარდგენილ სიაში საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატთა რაოდენობა არ უნდა იყოს 30-ზე ნაკლები და 200-ზე მეტი. ჯერჯერობით ცნობილი არ არის, „ლეიბორისტულმა პარტიამ“ ცესკოში რამდენი კანდიდატისგან შემდგარი სია წარადგინა.
პოლიტიკურ პარტიებს ცესკოში პარტიული სიის წარსადგენად ვადა 26 სექტემბერს ეწურებათ. საქართველოში საპარლამენტო 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევენ. პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ.