განზრახ მკვლელობის მცდელობა დიდ დიღომში – დაკავებულია 3 ადამიანი

განზრახ მკვლელობის მცდელობა დიდ დიღომში – პოლიციამ 3 პირი დააკავა.
უწყების ცნობით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1966 წელს დაბადებული ა.ჯ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს, ხოლო წარსულში ნასამართლევი პირები: 1969 წელს დაბადებული თ.ზ. და 1993 წელს დაბადებული ბ.ჯ. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 24 სექტემბერს, ბრალდებულმა ა.ჯ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე თბილისში, დიდ დიღომში, ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა 1993 წელს დაბადებულ გ.ჯ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება. ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ა.ჯ ბრალდებულის სახით დააკავეს. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ დაჭრის ფაქტს შეესწრნენ – ბ.ჯ. და თ.ზ., თუმცა მათ პოლიციას მომხდარი დანაშაულის შესახებ არ შეატყობინეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას და დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: ომი ჩვენს დავიწყეთო… ამის მთქმელთან მკვლელი რომ შევარდეს სახლში და ყაჩაღი, რას ეტყვის, მობრძანდი, ბატონო, აი, იმ კარადის უკან ჩემი შვილია დამალული და იმის მოკვლა არ დაგავიწყდესო? თუ სამშობლო სხვა რამეა?

შალვა პაპუაშვილი – მთავარი, რამაც ომების მუდმივი ქაოსის მოჯადოებული წრე გაგვარღვევინა ისაა, რომ მტრებს ხელისუფლებაში, არა ფოჩიან კანფეტს დახარბებული აქტივისტები, არამედ საქართველოს პატრიოტები დახვდნენ – მშვიდობისთვის ომი ჯერ კიდევ მოსაგებია