ევროპა ლიგა. I ტური: ოსიმენის მორიგი საგოლე პასი – იკარდი დაბრუნდა და გაიტანა

ევროპა ლიგის ტურის პირველ სათამაშო დღეს 9 მატჩი გაიმართა.
“გალათასარაიმ” სახლში 3:1 მოუგო “პაოკს”. მეორე გოლი იუნუს აკგიუნმა ოსიმენის პასით 75-ე წუთზე გაიტანა. ნიგერიელმა თურქულ გუნდში ყველა ტურნირზე სამ მატჩში სამი საგოლე გადაცემა გააკეთა, მეტოქეთა კარი კი ჯერ არ დაულაშქრავს. ვიქტორი 78-ე წუთზე მაურო იკარდიმ შეცვალა, რომელმაც ტრავმა მოირჩინა და მან 90+5-ე წუთზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
სხვა მატჩების შედეგები
ალკმაარი – ელფსბორგი 3:2
ბოდო გლიმტი – პორტუ 3:2
დინამო () – ლაციო 0:3
მიდტიულანდი – ჰოფენჰაიმი 1:1
ლუდოგორეცი – სლავია 0:2
მანჩესტერი – ტვენტე 1:1
ანდერლეხტი – ფერენცვაროში 2:1