თეა წულუკიანი თანამდებობას ტოვებს

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ მან გიზო ჟორდანიას საიუბილეო საღამოზე სიტყვით გამოსვლისას თქვა. წულუკიანის ამ გამოსვლის ვიდეო „პუბლიკამ“ გამოაქვეყნა.
„უნდა დაგემშვიდობოთ. მე ხვალ მაქვს ბოლო სამუშაო დღე… მე არ ვიცი, პარლამენტში რა უნდა ვაკეთო და რატომ მეძახიან [პარლამენტში] ჩემნაირ იურისტს. ცოტა მოხულიგნოს, ენას რომ ჯიბეში არ ინახავს. ეს ხანდახან პრობლემაა. ვნახავთ… ალბათ, როლიც გაირკვევა, რა მაქვს მონიჭებული“, – თქვა წულუკიანმა.
თეა წულუკიანმა პოსტი 2021 წელს დაიკავა. იგი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნების“ სიის ათეულშია.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – იმისთვის, რომ არჩევნებით დაამარცხო რეჟიმი, საჭიროა, არა უმრავლესობით მოგება, არამედ დამთრგუნველი, წამლეკავი უმრავლესობით მოგება – ვინც არჩევნებთან მიმართებით ნიჰილიზმს თესავს, ივანიშვილს დიდ საჩუქარს უკეთებს