წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის პრეზიდენტი – ღაზაში ადამიანების ტანჯვა აუტანელია

ღაზაში ადამიანების ტანჯვა აუტანელია, – ამის შესახებ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) პრეზიდენტმა, მირიანა სპოლიარიჩმა განაცხადა.
„მე ღაზაში ჩავედი, სადაც ხალხის ტანჯვა აუტანელია. მიუღებელია, რომ მშვიდობიან მოსახლეობას გადასაადგილებლად უსაფრთხო ადგილი არ აქვს და სამხედრო ალყის პირობებში ადეკვატური ჰუმანიტარული დახმარების გაწევა შეუძლებელია“, – წერს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის პრეზიდენტი X-ზე (ყოფილი „ტვიტერი“).
სპოლიარიჩმა აღნიშნა, რომ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი მომავალ ჰუმანიტარულ შეთანხმებებს მხარს დაუჭერს.
„მძევლები უნდა გათავისუფლდნენ და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს მათი მონახულების საშუალება უნდა მიეცეს. როგორც ნეიტრალური აქტორი, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი მზად არის, რომ მომავალ ჰუმანიტარულ შეთანხმებებს მხარი დაუჭიროს“, – აღნიშნა სპოლიარიჩმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გარემოს ეროვნული სააგენტო – საქართველოში საშუალო ტემპერატურა ზაფხულის განმავლობაში მცირედით მაღალი იქნება – ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის მომატება – დაბლობსა და ბარში 39-40 გრადუსამდე, მთაში 37-40 გრადუსამდე

ვოლოდიმირ ზელენსკი – პოლონეთის პრეზიდენტთან მნიშვნელოვანი და საჭირო საუბარი იყო, საერთო საფრთხე გვაქვს – რუსეთი – მნიშვნელოვანია მხარდაჭერის შენარჩუნება და შეთანხმებულად მოქმედება