ჩაკვეტაძემ “ეტიჰადზე” თამაში გაამწვავა და საგოლე პასი გააკეთა [VIDEO]

ინგლისის თასის 1/16-ფინალში „უოტფორდი“ გასვლაზე „მანჩესტერ სიტისთან“ 1:2 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.
მასპინძლებმა პირველი ტაიმი 2:0 მოიგეს, თუმცა აღსანიშნავია, რომ სტუმრების თავდამსხმელ ბას ნაღდი გოლი არ ჩაუთვალეს. „უოტფორდში“ გიორგი ჩაკვეტაძე 61-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და მაშინვე თამაში გაამწვავა – ორჯერ მისი გადაცემა პარტნიორებმა ვერ გამოიყენეს, ერთხელ კი დარტყმა უოკერმა დაუბლოკა. შემდეგ ჩაკვეტაძის პასით ინსმა ანგარიში შეამცირა. დარჩენილ დროში გიორგის და მისი თანაგუნდელების მცდელობამ შედეგი ვერ გამოიღო და მინიმალური ანგარიშით წააგეს.
მწვრთნელს, კლევერლის ქართველი ძირითად შემადგენლობაში რომ დაეყენებინა, ან ცოტა ადრე
შეეშვა შეცვლაზე, იქნებ “უოტფორდს” სენსაციაც მოეხდინა. ყოველ შემთხვევაში, “ჩაკვემ” კარგი შთაბეჭდილება დატოვა, sofascore-სგან და flashscore-სგან 7.0 შეფასება დაიმსახურა, ხოლო whoscored-ისგან – 6.6.
„უოტფორდი“ 6 ტურის შემდეგ 10 ქულით ჩემპიონშიფში მერვე ადგილზეა და 28 სექტემბერს „სანდერლენდს“ მიიღებს.
მანჩესტერ სიტი – უოტფორდი
გოლები: 1:0 დოკუ (5), 2:0 ნუნიეში (38), 2:1 ინსი (86)
რაც ჩაკვე შემოვიდა თამაში გათანაბრდა . აშკარად ბევრად მაღალი დონეა ჩაკვე გუნდელებთან შედარებით პასს ვერ აძლევდენ ჩაკვეს მოპოვებულ გაცემულ პასს კი კარგავდნენ. უკეთეს გუნდს იმსახურებს აშკარად