ლოჩოშვილმა შეუცვლელად ითამაშა – “კრემონეზე” თასიდან “კალიარიმ” გამოაგდო

იტალიის თასზე „კრემონეზე“ გასვლაზე „კალიარისთან“ 0:1 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.
სტუმართა რიგებში მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა შეუცვლელად ითამაშა.
კრემონული გუნდი სერია B-ში 6 ტურის შემდეგ 10 ქულით მეოთხე ადგილზეა და 30 სექტემბერს გასვლაზე „ბრეშიას“ დაუპირისპირდება.
კალიარი – კრემონეზე 1:0
გოლი: ლაპადულა (60)