ჩაკვეტაძე “მანჩესტერ სიტისთან” მატჩში სათადარიგოა

ინგლისის თასის 1/16-ფინალში “უოტფორდი” გასვლაზე “მანჩესტერ სიტის” დაუპირისპირდება. სტუმართა გუნდის ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე სათადარიგოთა შორისაა.
“სიტი” პრემიერლიგის ლიდერია, “უოტფორდი” კი ჩემპიონშიფში მერვე ადგილზეა.
მატჩი “ეტიჰადზე” თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.