მიხეილ ყაველაშვილი: ქალბატონი პრეზიდენტი გარე ძალების დავალებას ასრულებს

„ქალბატონი პრეზიდენტი გარე ძალების დავალებას ასრულებს“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, იმ ქვეყნებზე აცხადებს, რომ საქართველო უნდა დაეწიოს, რომელთა ეკონომიკაც და თავისუფლების ხარისხიც კრიზისშია.

გამოდის და აცხადებს, რომ თურმე უკრაინასა და მოლდოვას უნდა დავეწიოთ. ჯერ შეხედოს მოლდოვას ეკონომიკური მდგომარეობის სტატისტიკას; ან იმას, თუ როგორ მიმდინარეობს იმ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი; ან, თავისუფლების რა ხარისხი აქვთ და ა.შ. უკრაინაზე აღარ მაქვს საუბარი. ეს ხომ სამარცხვინოა, რომ მოგვიწოდებს ამ ქვეყნებს დავეწიოთ. და, საქართველოს პრეზიდენტი ეწოდება ამ ქალბატონს. არც რცხვენია ამის, მაგრამ, რისი უნდა რცხვენოდეს – დავალების შემსრულებელია“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – უნდა შევწყვიტოთ მსხვერპლის როლში ყოფნა – საპასუხოდ უნდა ვკითხოთ ჩვენს თავს – „აბა დღეს ჩვენ დიქტატურას რა ვატკინეთ“ – მუდმივად უნდა მივაყენოთ მას საპასუხო ტკივილი, დიქტატურას ჩამოშლის ჩვენს მიერ მიყენებული „ათასი ჭრილობა“