შვეიცარიის პარლამენტმა ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა

შვეიცარიის პარლამენტმა ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის უმაღლესი რადას (პარლამენტის) თავმჯდომარე, რუსლან სტეფანჩუკი ავრცელებს.
„ეს ნამდვილად ისტორიული გადაწყვეტილებაა. ეს ისტორიული სამართლიანობის აღდგენისა და მილიონობით უდანაშაულო მსხვერპლის ხსოვნის შესანარჩუნებლად გადადგმული უაღრესად მნიშვნელოვანი ნაბიჯია“, – განაცხადა რუსლან სტეფანჩუკმა.
შვეიცარიის პარლამენტის მიერ მიღებულ ტექსტში ნათქვამია, რომ 1932-1933 წლებში უკრაინაში შიმშილობას ოთხი მილიონი უკრაინელი, ორ მილიონამდე ყაზახი და ასობით ათასი რუსი ემსხვერპლა.
გადაწყვეტილებას მხარი 123-მა პარლამენტარმა დაუჭირა, 58-მა ხმა მის წინააღმდეგ მისცა, ხოლო 7-მა თავი შეიკავა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო